вторник, 2 февраля 2016 г.

სკოლის შინაგანაწესი

თავი I. ზოგადი დებულებები 
 1.  ზოგად საგანმანათლებლო კერძო დაწესებულება, სკოლა-გიმნაზია "პირველის” (შემდგომში„სკოლა“) შინაგანაწესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონს "ზოგადი განათლების შესახებ",  საქართველოს შრომის კოდექსს, სკოლის დირექტორის, მასწავლებლის და მოსწავლის ქცევის (ეთიკის) კოდექსებს, სკოლის წესდებას, ამ შინაგანაწესსა და სხვა სამართლებრივი აქტებს.
2.  სკოლის შინაგანაწესის მიზანია:
ა)   სკოლის შიგნით წარმართული ურთიერთობებისა და სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესის სამართლებრივი რეგულირება;
ბ)  სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილებათა განსაზღვრა;
დ) სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს (კანონიერ წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობათა პირობების განსაზღვრა;  
3.  სკოლის შინაგანაწესი ვრცელდება და მისი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა  სკოლაში დასაქმებულ ნებისმიერ პირზე, მიუხედავად მისი თანამდებობისა, სკოლის მოსწავლეებზე, სკოლის ტერიტორიაზე მყოფ მოსწავლეთა მშობლებზე (კანონიერ წარმომადგენლებზე) და გარეშე პირებზე.
4. სკოლის შინაგანაწესის მოთხოვნათა შეუსრულებლობა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლო­ბას.
 5. სკოლის თანამშრომელთა შრომის პირობები, ასევე მოსწავლეთა და მათ კანონიერ წარმომადგენელთა შორის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე შინაგანაწესით ან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი  კანონმდებლობით.

თავი II.  სკოლაში  თანამშრომელთა მიღების, გადაყვანისა და დათხოვნის წესი
სკოლაში სამსახურში მიღებისას დასასაქმებელმა პირმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა)  განცხადება სამსახურში მიღების თაობაზე;
ბ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (1 ასლი);
გ) დიპლომი განათლების შესახებ ან პროფესიული მომზადების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (1 ასლი);
დ) კადრების აღრიცხვის ფურცელი;
ე)  შრომის წიგნაკი;
სამსახურში მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია მისაღებ კანდიდატს აცნობს შემდეგ დოკუმენტაციას:
ა)  სკოლის წესდებას;
ბ)  სკოლის შინაგანაწესს;
გ)  ხელშეკრულებას.
3. სკოლაში სამუშაოდ მიღებულ ყველა თანამშრომელთან ფორმდება ვადიანი ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნულია დასაქმებულის თანამდებობა, თანამდებობრივი სარგო, უფლებამოსილება და დავის წარმოშობის შემთხვევაში მისი გადაწყვეტის წესი.
4. სკოლის ადმინისტრაცია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული დაოსტატების მიზნით, იყოლიოს შტატგარეშე მასწავლებელი ("სტაჟიორი").
5. სკოლასა და მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის თარიღად ითვლება, სკოლის დირექტორის  ბრძანებით განსაზღვრული დრო.
6. თითოეულ თანამშრომელზე გახსნილია პირადი საქმე, რომელშიც ინახება კადრების აღრიცხვის პირადი ფურცელი, სამოტივაციო წერილი, ავტობიოგრაფია, პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, სერტიფიკატების და ლიცენზიების  ნოტარიალური ასლები, აგრეთვე სხვა საჭირო დოკუმენტაცია.
7.  შრომითი ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტა შესაძლებელია:
ა) მხარეთა შეთანხმებით;
ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევისას;
გ) შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
8.  თანამშრომელს უფლება აქვს მოშალოს ვადიანი შრომის ხელშეკრულება ვადამდე ადრე, მაგრამ ამის შესახებ 30 კალენდარული დღით ადრე, წერილობით, უნდა აცნობოს ადმინისტრაციას.  აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თანამრომელს უფლება აქვს შეწყვიტოს მუშაობა, ხოლო სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, ხალშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწენებით, მისცეს მას პირადი დოკუმენტები (საქმე) და ჩატარებული სამუშაოს შესაბამისად გაუსწოროს ანგარიში.
9.  შრომითი ხელშეკრულების დადება ან შეწყვეტა ფორმდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.

თავი III. სკოლის სტრუქტურა და თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები 
1.  სკოლის წესდების შესაბამისად სკოლის სტრუქტურას შეადგენს: სკოლის დირექტორი,  დირექცია, პედაგოგიურ საბჭო, საგნობრივი კათედრები, სკოლის საბაზო და საშუალო სწავლების კურატორები, დაწყებითი სწავლების კლასის დამრიგებლები, მოსწავლეთა თვითმმართველობა და ტექნიკური პერსონალი.   სკოლის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულებია მის მიერ დაფუძნებული ფილიალები.
2. სკოლის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ“საქართველოს  კანონით, სკოლის წესდებით, ამ შინაგანაწესით, ხელშეკულებითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით.
3. სკოლის მართვა
3.1. სკოლის მართვა ხორციელდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სკოლის წესდებითშინაგანაწესითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით;
 3.2. შრომით კოლექტივს წარმოადგენს სკოლის ყველა მუშაკი, რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით, ამ წესდებით და სხვა მოქმედი კანონმდებლობით;
3.3.  სკოლის მართვის ორგანოებია:
ა)   დირექტორი;
ბ)   დირექცია;
გ)   პედაგოგიურ საბჭო;
დ)  მოსწავლეთა თვითმმართველობა;
ე)   კურატორთა და კლასის ხელმძღვანელთა საერთო კრება ;
3.4.  სკოლის დირექტორს თანამდებობაზე  ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს, შპს–ს გენ. დირექტორი შპს-ს პარტნიორთა კრების საფუძველზე;
3.5. სკოლის დირექტორი არჩევიდან ორი კვირის ვადაში ნიშნავს დირექტორის მოადგილეებს, საქმეთამმართველსა და კურატორებს;
3.6. შპს-ს ახალი გენ. დირექტორის დანიშვნა იწვევს სკოლის დირექტორისა და დირექციის  უფლებამოსილების შეწყვეტას, ხოლო სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნა იწვევს სკოლის დირექციის უფლებამოსილების შეწყვეტას.

4.   სკოლის დირექტორი:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის, "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის,   დირექტორის ეთიკის კოდექსის, სკოლის წესდების, ამ შინაგანაწესის, ხელშეკრულებისა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე აკომპლექტებს სკოლის შრომით კოლექტივსა და   ახორციელებს სკოლის მართვას;
4.2.   წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
4.3.   შპს–ს გენ. დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის ბიუჯეტს;
4.4.   ხელმძღვანელობს დირექციასა და პედაგოგიურ საბჭოს;
4.5.   კონტროლს უწევს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს;
4.6.   ამტკიცებს სკოლის წესდებას, შინაგანაწესს და  ანაწილებს მოვალეობებს დირექციაში;
4.7. კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით დებს გარიგებებსა და ხელ–შეკრულებებს სკოლის სახელით;
4.8.   ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს და კანონმდებლობის, ამ წესდებისა და სკოლის შინაგანაწესის საფუძვლებზე წყვეტს დაწესებულების ადმინისტრაციის, პედაგოგების და სხვა შრომითი კოლექტივის წევრების თანამდებობებზე დანიშვნა-განთავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხებს;
4.9.   მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე განაგებს სკოლის ქონებასა და საფინანსო სახსრებს;
4.10.  ამტკიცებს სკოლის პედაგოგიური საბჭოს მიერ მიღებულ სასკოლო სასწავლო გეგმასა და სხვა გადაწყვეტილებებს;
4.11.  უზრუნველყოფს სკოლის პედაგოგებთან, დირექციის წევრებთან და ტექნიკურ პერსონალთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;
4.12. უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან ხელშეკრულების პირობების, მასწავლებლის ეთიკის კოდექსისა და  სკოლის  შინაგანაწესის დარღვევის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურებისას;
4.13.   ყოველი სასწავლო წლის დასაწყისიდან და სემესტრების დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე  აბარებს ანგარიშს შპს-ს გენ. დირექტორს ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის
შესახებ;
4.14.  განკარგავს  სკოლის თანხებს და ხელს აწერს  სკოლის საფინანსო დოკუმენტებს;
4.15.  განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
4.16. პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებითა და შპს–ს გენ. დირექტორთან შეთანხმებით  ნიშ–ნავს და გასცემს  სტიპენდიებს, პრემიებს, ჯილდოებსა ან/და ფინანსურ დახმარებებს შრომითი კოლექტივის ცალკეულ წევრებსა და წარჩინებულ მოსწავლეებზე;
4.17.  ამყარებს კავშირს სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხო ქვეყნების, დაწესებულებებთან;
4.18.  გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
4.19.  ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
4.20.   სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს:
 ა)   ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების, ამ
წესდებისა და სკოლის შინაგანაწესის  შესრულებასა და სააღმზრდელო   პროცესზე;
 ბ) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა პატრონობასა და რაციონალურად გამოყენებაზე;
 გ) სკოლაში სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში   მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
4.21.  სკოლის დირექტორი უფლებამოსილია გადადგეს თანამდებობიდან წერილობითი განცხადების საფუძველზე, განცხადება უნდა წარედგინოს შპს–ს გენ. დირექტორს, სკოლის დირექტორი თანამდებობიდან განთავისუფლდება შპს–ს გენ. დირექტორის  მიერ შესაბამისი ბრძანების გამო–ცემის დღიდან;
4.22.  სკოლის დირექტორის არყოფნის, მის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის ან თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში მის უფლებამოსილებას დროებით ასრულებს მისი პირველი მოადგილე.
5.  სკოლის დირექცია
5.1.  სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის მოადგილეების, ბუღალტრის, საქმეთამმართველის,  კურატორებისა და კლასის ხელმძღვანელებისაგან;
5.2.   სკოლის დირექციის უფლებამოსილებანი:
ა) სკოლის დირექცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს სკოლის საქმის წარმოებას, ზედამხედველობს სკოლის წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას;
ბ)  სკოლის დირექტორის დავალებით შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს  სკოლის  სასწავლო აღმზრდელობით და სამეურნეოსაფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების პროექტებს;
გ) მოქმედი კანონმდებლობის, სკოლის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად წარმართავს საქმის წარმოებასა და ბუღალტერიას;
დ) ახორციელებს სკოლის წესდებით და დირექტორის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
6.   სკოლის დირექტორის პირველი მოადგილე – სასწავლო-აღმზრდელობით დარგში: 
ა)  წარმართავს  სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს;
ბ)  უზრუნველყოფს სკოლაში სწავლების ხარისხის მართვას;
გ)  ხელმძღვანელობს სკოლის კურატორთა  და კლასის ხელმძღვანელთა საერთო კრებას;
 დ) კონტროლს უწევს სკოლაში პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ ხელშეკრულების, სკოლის შინაგანაწესისა და წესდების დაცვას;
 ე) სკოლის დირექტორის არყოფნის, მის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის ან თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში, დროებით ასრულებს მის უფლებამოსილებას.
7. სკოლის დირექტორის  მოადგილე სამეურნეო-მომარაგების(ლოჯისტიკის) დარგში:
ა)  წარმართავს  სკოლის სამეურნეო და მომარაგების(ლოჯისტიკის) პროცესს;
ბ)  აწარმოებს სკოლის მატერიალურ–ტექნიკური ქონების აღრიცხვასა და აღწერას;
გ)   კონტროლს უწევს სკოლის მატერიალურ–ტექნიკური ქონების შენახვასა და დაცვას;
დ) აწარმოებს სკოლის მატერიალურ–ტექნიკური ქონების მარაგის შევსებას, დაზიანებული  მატე–რიალურ–ტექნიკური ქონების შეკეთებას და შეკეთებას არდაქვემდებარებბული მატერიალურ–ტექნიკური ქონების ჩამოსაწერი დოკუმენტაციის მომზადებას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს  სკოლის დირექტორს;
ე) კონტროლს უწევს სკოლის ტექნიკური პერსონალის მიერ ხელშეკრულების, სკოლის შინაგანაწესისა და წესდების  დაცვას.
8. სკოლის ბუღალტერი:
ა)  აწარმოებს სკოლის საფინანსო საქმიანობას;
ბ) აწარმოებს სკოლის ფინანსური დოკუმენტაციის აღრიცხვას,  აღწერას, დაცვასა და სათანადოდ შენახვას;
გ) ახორციელებს კონტროლს სწავლის გადასახადის გრაფიკზე;
დ) მონაწილეობს  სკოლის მატერიალურ–ტექნიკური ქონების აღრიცხვასა და აღწერაში, აგრეთვე ჩამოსაწერი დოკუმენტაციის მომზადებაში;
ე)  მონაწილეობს  სკოლის  ყოველწლიური ბალანსის შედგენაში;
ვ)  ყოველი კვირის ბოლოს  სკოლის დირექტორს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს.
9.  სკოლის  საქმეთამმართველი:
ა)  ახორციელებს სკოლის საქმეთა წარმოებას;
ბ)  აღრიცხავს, ახარისხებს, ინახავს და იცავს სკოლის დოკუმენტაციას;
გ)  ამზადებს სკოლის დირექტორის მიერ გამოსაცემ ბრძანებებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს;
დ) დაინტერესებულ პირებს აცნობს დირექტორის მიერ გამოცემულ ბრძანებებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს;
 ე)  აწარმოებს სკოლის საკანცელარიო საქმიანობას;
 ვ)  სკოლის მომმარაგებელს წერუდგენს საკანცელარიო მარაგის შესავსებ ნუსხას;
ზ) მონაწილეობს სკოლის პედაგოგიურ საბჭოს სხდომებში, როგორც  სხდომის მდივანი;
თ)  ადგენს  სკოლის პედაგოგიურ საბჭოს სხდომის ოქმებს;
 ი) აცნობს სკოლაში თანამდებობაზე მისაღებ მუშაკს სკოლის წესდებას,  შინაგანაწესსა და ხელშეკრულებას;
 კ)  ამზადებს შესაბამის დოკუმენტებს სკოლაში თანამდებობაზე მისაღებ მუშაკზე;
ლ) აცნობს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა მშობელს(კანონიერ წარმომადგენელს) სკოლის წესდებას,  შინაგანაწესსა და ხელშეკრულებას;
 მ)   ამზადებს შესაბამის დოკუმენტებს სკოლაში  მისაღებ მოსწავლეებზე.
10.  .  სკოლის საბაზო და საშუალო სწავლების კურატორებისა და დაწყებითი სწავლების კლასის დამრიგებელთა საერთო კრება:
 ა) საერთო კრება წარმოადგენს სკოლის დირექტორის სათათბირო ორგანოს, რომელიც შედგება სკოლის დაწყებითი სწავლების ყველა კლასის დამრიგებლისა და საბაზო და საშუალო სწავლების კურატორებისაგან;
ბ) საერთო კრება ტარდება სკოლის  საჭიროებიდან გამომდინარე, კრებას იწვევს და უძღვება სკო–ლის დირექტორი;
 გ) საერთო კრება განიხილავს სკოლის მიმდინარე საკითხებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომესაც ამტკიცებს  სკოლის დირექტორი.
11.  სკოლის საბაზო და საშუალო სწავლების კურატორები:
11.1) ახორციელებენ კონტროლს და ზრუნავს  სასწავლო პროცესის დისციპლინის დაცვა–ამაღლებაზე და ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდიან დირექტორს, აგრეთვე წარმოადგენენ მოსწავლის მრჩეველს, რომლებიც ეხმარებიან მას სწავლის ხარისხის ამაღლებასა და საკუთარი ინტერესების სფეროსა ღმოჩენაში, შემოქმედებითი თუ ინტელექტუალური უნარჩვევების გამოვლენაში, ისეთი იდეალებისა და ცხოვრებისეული პრინციპების ჩამოყალიბებაში, რომელიც მოსწავლეს ხელს შეუწყობს შეიცნოს საკუთარი პიროვნება და პატივი სცეს სხვათა პიროვნულ თვისებებს, აწარმოებენ საკურატორო დოკუმენტაციას;
11.2) ეხმარებიან შესაბამისი კლასის მასწავლებლებს  სასწავლო–აღმზრდელობითი მუშაობის სწორად განხორციელებაში, აგრეთვე თანამშრომლობენ მოსწავლეთა თვითმმართველობასთან;
11.3) კოორდინაციას  უწევენ საგნის  მასწავლებლების მიერ მოწოდებულ კლასგარეშე მუშაობის გეგმებს და ახდენენ ჩატარებული სამუშაოების ანალიზს;
11.4) ხელმძღვანელობას უწევენ კლასგარეშე წრეების, კლუბებისა და ა.შ მუშაობას, ზრუნავენ მოსწავლეთა საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმაზე;
11.5) ხელმძღვანელობენ სასკოლო მიზნობრივი ექსკურსიების სათანადო უსაფრთხო დონეზე წარმართვას;
11.6) ზედამხედველობას უწევენ მასწავლებლების მუშაობას, საკლასო საათების ჩატარებას,  იბარებენ ანგარიშს კლასების მიხედვით  მოსწავლეთა დისციპლინის შესახებ და ინფორმაციას აწვდიან დირექტორს;
11.7) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ  მოსამზადებელ  სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისთვის;
11.8) სკოლის საბაზო და საშუალო სწავლების კურატორები ვალდებული არიან:
ა) დადგენილი ჰქონდეთ და იცოდნენ სკოლის საბაზო და საშუალო სწავლების მოსწავლეთა ზუსტი რაოდენობა;
ბ) შეიმუშაონ სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ეფექტური სისტემა;
გ) ითანამშრომლონ მშობლებთან  სამუშაო გეგმისა და სკოლის განვითარების პრიორიტეტების დასაგეგ– მად და სწავლების ხარისხის ასამღლებლად;
დ) განახორციელონ გაცდენა-დაგვიანებებზე კონტროლი, დაუყონებლივ უზრუნველყონ მშობლის ინფორმირება, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას ან/და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა;
ე) დააადგინონ ეგრეთწოდებული რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების სია და სკოლის ფსიქოლოგთან ერთად შეიმუშაონ მათთან მუშაობის მეთოდები (ფორმები);
ვ) დაიყვანონ თითოეულ მოსწავლემდე და მათ მშობლებამდე სკოლის შინაგანაწესი და მოსწავლეთა ქცევის კოდექსი, სკოლის ფსიქოლოგთან თანამშრომლობის გზით იზრუნონ მოსწავლეთა ქცევის წესების დარეგულირებაზე;
ზ) მოსწავლეთა წარმატებების პროპაგანდის მიზნით დირექციასა და მასწავლებლებთან ერთად განახორციელონ  საგანმანათლებლო მიღწევების მშობლებისა და ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება;
თ) შეადგინონ წლიური და სემესტრული სამუშაო გეგმები;
ი) ორგანიზება გაუწიონ მასწავლებლებთან მშობლების პერიოდული შეხვედრების მიმდინარეობას ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
კ)  შეიმუშაონ და რეალიზება გაუკეთონ სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში მშობელთა  მაქსიმალურ ჩართვას.
11.9) დირექტორთან შეაქვთ წინადადებები სკოლის თანამშრომლების  წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, სკოლის უსაფრთხო გარემოს  სრულყოფის  შესახებ;
11.10) პასუხისმგებელნი არიან საკლასო ჟურნალის შენახვასა და წარმოებაზე: აკონტროლებს, ჟურნალი არ გაიტანონ სკოლის ტერიტორიიდან (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
11.11) ასრულებენ სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.
12. სკოლის დაწყებითი სწავლების კლასის დამრიგებელი:
12.1) ახორციელებს კონტროლს და ზრუნავს კლასში სასწავლო პროცესის დისციპლინის დაცვა–ამაღლებაზე და ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის დირექტორს,  არის შესაბამისი კლასის, რომელიმე საგნის(საგნების) მასწავლებელი, აგრეთვე წარმოადგენს მოსწავლის მრჩეველს, რომელიც ეხმარება მას სწავლის ხარისხის ამაღლებასა და საკუთარი ინტერესების სფეროს აღმოჩენაში, შემოქმედებითი თუ ინტელექტუალური უნარ-ჩვევების გამოვლენაში, ისეთი იდეალებისა და ცხოვრებისეული პრინციპების ჩამოყალიბებაში, რომელიც მოსწავლეს ხელს შეუწყობს შეიცნოს საკუთარი პიროვნება და პატივი სცეს სხვათა პი– როვნულ თვისებებს, აწარმოებს სადამრიგებლო დოკუმენტაციას;
12.2) ეხმარება  კლასის მასწავლებლებლებს  სასწავლო–აღმზრდელობითი მუშაობის სწორად განხორციელებაში, აგრეთვე თანამშრომლობენ მოსწავლეთა თვითმმართველობასთან;
12.3) კოორდინაციას  უწევს საგნის  მასწავლებლების მიერ მოწოდებულ კლასგარეშე მუშაობის გეგმებს და ახდენს ჩატარებული სამუშაოების ანალიზს;
12.4) ხელმძღვანელობას უწევს კლასგარეშე წრეების, კლუბებისა და ა.შ მუშაობას, ზრუნავს მოსწავლეთა საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმაზე;
12.5) ხელმძღვანელობს სასკოლო მიზნობრივი ექსკურსიების სათანადო უსაფრთხო დონეზე წარმართვას;
12.6) ზედამხედველობას უწევს მასწავლებლების მუშაობას, საკლასო საათების ჩატარებას,  იბარებს ანგარიშს კლასების მიხედვით  მოსწავლეთა დისციპლინის შესახებ და ინფორმაციას აწვდიან დირექტორს;
12.7) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს  მოსამზადებელ  სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისთვის;
12.8) სკოლის დაწყებითი სწავლების კლასის დამრიგებელი ვალდებულია:
ა) დადგენილი ჰქონდეს და იცოდეს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა ზუსტი რაოდენობა;
ბ) შეიმუშაოს სკოლისა და კლასის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ეფექტური სისტემა;
გ) ითანამშრომლოს მშობლებთან  სამუშაო გეგმისა და სკოლის განვითარების პრიორიტეტების დასაგეგმად და სწავლების ხარისხის ასამღლებლად;
დ) განახორციელოს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა  გაცდენა-დაგვიანებებზე კონტროლი, დაუყონებლივ უზრუნველყოს მშობლის ინფორმირება, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას ან პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა;
ე) დააადგინოს ეგრეთწოდებული რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების სია და სკოლის ფსიქოლოგთან ერთად შეიმუშაონ მათთან მუშაობის მეთოდები (ფორმები);
ვ) დაიყვანოს თითოეულ მოსწავლემდე და მათ მშობლებამდე სკოლის შინაგანაწესი და მოსწავლეთა ქცევის კოდექსი, სკოლის ფსიქოლოგთან თანამშრომლობის გზით იზრუნოს მოსწავლეთა ქცევის წესების დარეგულირებაზე;
ზ) მოსწავლეთა წარმატებების პროპაგანდის მიზნით დირექციასა და მასწავლებლებთან ერთად განახორციელოს  საგანმანათლებლო მიღწევების მშობლებისა და ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება;
თ) შეადგინოს წლიური და სემესტრული სამუშაო გეგმები;
ი) ორგანიზება გაუწიოს მასწავლებლებთან მშობლების პერიოდული შეხვედრების მიმდინარეობას ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
კ)  შეიმუშაოს და რეალიზება გაუკეთოს კლასის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში მშობელთა მაქსიმალურ ჩართვას.
12.9) დირექტორთან შეაქვს წინადადებები კლასის მასწავლებლების  წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, სკოლის უსაფრთხო გარემოს  სრულყოფის  შესახებ;
12.10) პასუხისმგებელია საკლასო ჟურნალის შენახვასა და წარმოებაზე: აკონტროლებს, ჟურნალი არ გაიტანონ სკოლის ტერიტორიიდან (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
12.11) ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.
13.   სკოლის პედაგოგიური საბჭო
13.1 პედაგოგიური საბჭო წარმოადგენს, სკოლის ყველა პედაგოგისა და დირექციის წევრთაგან შემდგარ, დირექტორის სათათბირო  ორგანოს, რომელიც შეიმუშავებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით საკითხებთან დაკავშირე  ბით;
13.2 პედაგოგიური საბჭოს სხდომები მოიწვევა მინიმუმ სამჯერ სასწავლო წლის განმავლობაში, სხდომას იწვევს და უძღვება სკოლის დირექტორი;
13.3  პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით;
13.4 პედაგოგიური საბჭო, სხდომაზე მიღებულ, გადაწყვეტილებებს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის დირექტორს;
13.5 საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი;
13.6 პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით;
13.7  საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთაA ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადასწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.
13.8 პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის მიზნებისა და ამოცანების  შესაბამისად შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის დირექტორს სასკოლო სასწავლო  გეგმებს;
ბ) საფეხურებისა და საგნების შესაბამისად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის  განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის შესახებ, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის დირექტორს;
გ) ასრულებს სკოლის წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
13.9  პედაგოგიური საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, ამ წესდებით, სკოლის  შინაგანაწესით, ეროვნული სასწავლო გეგმით, დირექტორის მიერ გამოცემული   ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული  აქტებით.
14.   სკოლის საგნობრივ კათედრები და კათედრები
14.1  სკოლის საგნობრივ კათედრები  თავის საქმიანობას წარმართავს "ზოგადი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონით, ამ წესდებით, სკოლის  შინაგანაწესით, ეროვნული სასწავლო გეგმით, დირექტორის მიერ გამოცემული   ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული  აქტებით;
14.2  სკოლის საგნობრივ კათედრები  უზრუნველყოფენ ერთი ან რამდენიმე დისციპლინის პედაგოგის  ერთიან საგანმანათლებლო მიზანზე ორიენტირებულ კოორდინირებულ მუშაობას, განსაზღვრავს საგნის სწავლებისა და აღზრდის სასკოლო სტრატეგიის თეორიულ და პრაქტიკულ ამოცანებს;
14.3  სკოლის საგნობრივი კათედრების საქმიანობას უძღვება კათედრის გამგე, რომელსაც საგნობრივი პედაგოგები ირჩევენ თავისი შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით, ხმათა უმრავლესობით;
14.4   კათედრის გამგე ანგარიშვალდებულია დირექტორისა და პედაგოგიური საბჭოს წინაშე და მისი სახელფასო ანაზღაურება შეიძლება განისაზღვროს სკოლაში დამატებითი სახსრების არსებობის შემთხვევაში  საშტატო განრიგით;
15.   სკოლის საგნობრივი კათედრის გამგე:
ა)  იწვევს და წარმართავს კათედრის სხდომებს (მინიმუმ თვეში ერთხელ), რომელიც ფორმდება ოქმით და სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, ინახება კათედრის გამგესთან;
ბ)  ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს კათედრის თანამშრომლებს შორის,  აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს,  ხელმძღვანელობს საგნის სასწავლო პროცესს;
გ)  ზედამხედველობას უწევს კათედრის მუშაობას, იბარებს ანგარიშს და აწვდის დირექტორს;
დ)  ახორციელებს  კათედრის მიერ მოსამზადებელ  სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისთვის, სწავლების ახლებურ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ხელს უწყობს მასწავლებლებს უახლესი მეთოდების დანერგვაში;
ე)  შეიმუშავებს რეკომენდაციებს დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ, ზრუნავს კათედრის მასწავლებელთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე;
ვ)  ორგანიზებას უწევს მოსწავლეთა სპეციალურ მომზადებასა და მონაწილეობას საგნობრივ  ოლიმპიადებსა და კონფერენციებში;
ზ) აზუსტებს და აკონტროლებს  კათედრის მასწავლებელთა  საათობრივ დატვირთვას;
თ)  უზრუნვალყოფს  საგნობრივი სასწავლო კაბინეტებისა და საკლასო ოთახების  სასწავლო პრო– ცესისათვის მზადყოფნას, ზრუნავს სწავლების ხარისხისა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის;
ი)  ადგენს კათედრის სასწავლო და სამუშაო საგნობრივ გეგმებსა და საათების განაწილების პროექტს;
კ)  ადმინისტრაციასთან ერთად ორგანიზებას უწევს საგნობრივი ტესტირებებისა და გამოცდების მიმდინარეობას, აწყობს საგანობრივ პრეზენტაციებს;
ლ)  მონაწილეობს  პედაგოგიურ საბჭოს მუშაობაში;
მ)  დირექტორს წარუდგენს წინადადებებს კათედრის მიერ სასწავლო პროცესის  სრულყოფის შესახებ;
ნ)  ასრულებს სკოლის დირექტორის ან/და პედაგოგიური საბჭოს  ცალკეულ დავალებებს.
16.   სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა
16.1 სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს, სკოლის სტრუქტურაში შემავალ,   მოსწავლეთა არჩევით ორგანოს;
16.2 საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობას;
16.3 მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით;
ა) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;
ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სკოლის დირექტორი;
გ) საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობებში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს შესაბამისი სასწავლო წლის ვადით;
დ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, შესაბამისად, საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;
ე) საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს შესაბამისად, საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება მოსწავლე, რომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს;
ვ) სკოლებში, სადაც საბაზო ან საშუალო საფეხურზე, თითოეულზე, კლასების რაოდენობა არ აღემატება სამს, თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს 3 კანდიდატს შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში ასარჩევად. ამ შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი;
ზ) მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ საბაზო ან საშუალო საფეხურის თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის კურატორთან არჩევნების ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე, კურატორის არარსებობის შემთხვევაში კი სკოლის დირექტორთან;
16.4 თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას;
16.5   მოსაწავლეთა თვითმმართველობა:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ, რომელსაც წარუდგენს სკოლის დირექტორს; 
ბ) უფლებამოსილია  სკოლის დირექტორს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე;
გ)  უფლებამოსილია შექმნას სასკოლო კლუბები.
17   სკოლის პედაგოგიური მუშაკები
17.1 სკოლაში პედაგოგიურ მუშაკად მიიღება შესაბამისი პროფესიულ-პედაგოგიური კვალიფიკაციის მქონე პირი;
17. 2  პედაგოგებმა სამსახურში მიღებისას უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება სამსახურში მიღების თაობაზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (1 ასლი);
გ) დიპლომი განათლების შესახებ (1 ასლი);
დ) კადრების აღრიცხვის ფურცელი;
ე) შრომის წიგნაკი;
17.3 სამსახურში მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია მისაღებ კანდიდატს აცნობს შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) სკოლის წესდებას;
ბ) სკოლის შინაგანაწესს;
გ) ხელშეკრულებას.
17.4 პედაგოგიური მუშაკები უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამის პედაგოგიურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით, სკოლის შინაგანაწესითა და  წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები, დაიცვან მასწავლებლის ეთიკის კოდექსი;
გ) დაიცვან სკოლის მოსწავლეთა უფლებები, არ დაუშვან მათზე ფიზიკური და ფსიქო– ლოგიური ზემოქმედების ფაქტები;
დ) იზრუნონ კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებაზე;
ე) მისცენ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება;
ვ) მონაწილეობა მიიღონ სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომებში.
17.5 პედაგოგიურ მუშაკებს უფლება აქვთ:
ა) ამ წესდების შესაბამისად მონაწილეობა მიიღონ სკოლის მართვაში;
ბ) დაესწრონ კლასის ხელმძღვანელთა და კურატორთა სხდომებს;
დ) ისარგებლონ სწავლებისა და აღზრდის მეთოდიკების არჩევითა და გამოყენებით;
ე) გაიარონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილი სასერთიფიკაციო გამოცდები;
ვ) ისარგებლონ სხვა უფლებებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, სკოლის შინაგანაწესს, წესდებასა და მოქმედ კანონმდებლობას.
17.6 სკოლის მუშაკთა სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია:
ა)  პირადი განცხადება;
ბ)  შრომით ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) სკოლის რეორგანიზაცია ან შტატების შემცირება;
დ) მუშაკის მიერ ხელშეკრულების, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის, სკოლის შინაგანაგაწესისა ან/და ამ წესდების მოთხოვნების სისტემატიურად ან უხეშად დარღვევა.
17.7 მუშაკი სამსახურში მიღებულად ან  სამსახურიდან დათხოვნილად ითვლება, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული შესაბამისი ბრძანებით.
18.   სკოლის ფილიალი
18.1  სკოლის ფილიალი წარმოადგენს  სკოლის მიერ დაფუძნებულ  დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, `ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის,  ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის  შინაგანაწესის, ამ წესდების, საკუთარი წესდებისა და შინაგანაწესის, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
18.2  შპს. "სკოლა-გიმნაზია პირველის” პარტნიორთა კრებისა და გენ. დირექტორის  გადაწყვეტილე–ბის, აგრეთვე ამ წესდების საფუძველზე სკოლა-გიმნაზია „პირველის”დირექტორი გამოსცემს ბრძანებას სკოლის ფილიალის შექმნისა და მისი  დირექტორის დანიშვნის შესახებ;
18.3  სკოლის ფილიალისა და მისი დირექტორის საქმიანობა და უფლებამოსილებები განისაზღვრება საკუთარი  წესდებით, რომელსაც ამტკიცებს სკოლა-გიმნაზია „პირველის”დირექტორი;
18.4  „შპს“ და სკოლა არ არიან პასუხისმგებელნი სკოლის ფილიალის მიერ დამოუკიდებლადმათი წერილობითი თანხმობის გარეშე,   გახორციელებულ ქმედებებსა და ფინანსურ საქმიანობაზე.
19.  სკოლის ბიბლიოთეკარი:
19.1) თავის საქმიანობას ახორციელებს "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის,  სკოლის წესდების, ამ შინაგანაწესის, ხელშეკრულების, სკოლის დირექტორის  მიერ გამოცემული ბრძანების, ინსტრუქციებისა და მითითებების, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტების საფუძველზე;
19.2) ზრუნავს  სკოლის ბიბლიოთეკის განკარგულებაში აესებული სასწავლო-მეთოდური თუ მხატვრული ლიტერატურის, აგრეთვე სკოლის არქივის მოვლასა შენახვაზე;
19.3) ეხმარება და აძლევს რჩევებს მოსწავლეებს ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად, წასაკითხი მასალის შერჩევაშიქმნის კომპიუტერულ კატალოგს და ბიბლიოთეკაში ნერგავს მუშაობის თანამედროვე მეთოდებს;
19.4) სკოლის ბიუჯეტში სათანადო თანხების მოზიდვისათვის, ბიბლიოთეკარი ხელმძღვანელობს სახელმძღვანელოების გაქირავების სისტემას;
19.5) ზედამხედველობას უწევს ბიბლიოთეკის მუშაობასპერიოდულად აწვდის ანგარიშს დირექტორს;
19.6) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს  მოსამზადებელ  სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისათვის;
19.7) აწყობს ლიტერატურულ გამოფენებს, ლიტერატურულ დილებს, ვიქტორინებს, შეხვედრებს ავტორებთან, გამომცემლობებთან, კურსდამთავრებულებთან, ორგანიზებას უწევს სასკოლო ღონისძიებებს, კონფერენციებს, ოლიმპიადებს და წარმომადგენლობით პრეზენტაციებს,  აწარმოებს შთაბეჭდილებათა წიგნს;
19.8) ზრუნავს საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე;
19.9) სკოლის ბიბლიოთეკარი ვალდებულია: 
ა) დადგენილი ჰქონდეს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ზუსტი რაოდენობა;
ბ) მზადყოფნაში ჰქონდეს ბიბლიოთეკა სასწავლო პროცესისათვის;
გ) საგნობრივი კათედრის ხელძღვანელებთან ერთად, ბიბლიოთეკის მეშვეობით, ორგანიზება გაუწიოს ტესტირებების მიმდინარეობას;
დ) შეიმუშაოს და რეალიზება გაუკეთოს სწავლის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად პროექტებისა და კონკურსების ჩატარებას.
19.10) აწარმოებს ბიბლიოთეკაში გაწევრიანებული აბონენტების წიგნაკებს, ღებულობს შეკვეთებს აბონენტთათვის საჭირო სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული  ლიტერატურის გამოსაწერად, ზრუნავს ბიბლიოთეკის ფონდის შევსება–განახლებისათვის, ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნისათვის, ინტერნეტის მეშვეობით ცალკეული დისციპლინების მიხედვით ბიბლიოგრაფიული მასალების მოძიებისათვის, უქმნის საჭირო პირობებს აბონენტებს სამკითხველო დარბაზში მუშაობისათვის, ხელმძღვანელობს წიგნების სარესტავრაციო სამუშაოებს;
19.11) ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.
20.   სკოლის ფსიქოლოგი
20.1) თავის საქმიანობას ახორციელებს "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის,  სკოლის წესდების, ამ შინაგანაწესის, ხელშეკრულების, სკოლის დირექტორის  მიერ გამოცემული ბრძანების, ინსტრუქციებისა და მითითებების, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტების საფუძველზე;
20.2) სწავლობს თითოეული მოსწავლის განვითარების ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, ახორციელებს ღონისძიებებს მოსწავლეთა ასაკობრივი ცვლილებების შესაბამისი პრობლემების უმტკივნეულოდ გადაჭრის მიზნით, ადგენს მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ პორტრეტებს მოსწავლეზე დაკვირვების, მშობლებისა და გარშემომყოფთაგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ატარებს სხვადასხვა ტიპის ტესტირებებს;
20.3) დროულად აცნობს სკოლის დირექციას ტესტირებების შედეგებს და სკოლის დირექციისავე გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს ტესტირებების შედეგების შესაბამისი ღონისძიებებს;
20.3) ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.
21.   სკოლის ექიმი
21.1 თავის საქმიანობას ახორციელებს "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის,  სკოლის წესდების, ამ შინაგანაწესის, ხელშეკრულების, სკოლის დირექტორის  მიერ გამოცემული ბრძანების, ინსტრუქციებისა და მითითებების, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტების საფუძველზე;
21.2  ყოვედღიურად ამოწმებს მოსწავლეთა ჯანმრთელობას, ხოლო დაწყებითი სწავლების მოსწავლეებში პარაზიტების (ტილების) არსებობას;
21.3  ყოვედღიურად ამოწმებს სკოლის შენობის, სამზარეულოსა და მოსწავლეთა ჰიგიენას;
21.4 ადგენს საჭირო წამლებისა და პრეპარატების ნუსხას  და კონტროლს უწევს მათ შენახვასა და გამოყენებას;
21.5  თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩენს პირველად საექიმო დახმარებას დაშავებულ და ავადმყოფ მოსწავლეებსა და თანამშრომლებს;
21.6 ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.      
22.  სკოლის მასწავლებელი
22.1)  თავის საქმიანობას ახორციელებს "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის,  სკოლის წესდების, ამ შინაგანაწესის, ხელშეკრულების, მასწავლებელის ქცევის(ეთიკის) კოდექსის,  სკოლის დირექტორის  მიერ გამოცემული ბრძანების, ინსტრუქციებისა და მითითებების, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტების საფუძველზე;
22.2) სკოლის მასწავლებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას წესდებისა და შინაგანაწესის მოთხოვნები, სკოლის ინტერესები, ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები, სისტემატურად იზრუნოს საკუთარი პროფესიული დონის ასამაღლებლად,  შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) სკოლაში გამოცხადდეს გაკვეთილების დაწყებამდე, 10-15 წუთით ადრე, უზრუნველყოს გაკვეთილის ჩატარებისათვის აუცილებელი თვალსაჩინო და სხვა ატრიბუტების მომზადება, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ  დარჩეს სკოლაში ერთი აკადემიური საათით, სასკოლო დოკუმენტაციის მოგვარებისა და მშობლებთან კონტაქტის მიზნით. სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებულ თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და ფუნქციებს, განსაზღვრავს სკოლის დირექტორი შესაბამისი განკარგულებით;
გ) განახორციელოს მოსწავლეთა სწავლება და შემოქმედებითი საქმიანობა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო პროგრამისა და სილაბუსის შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები, ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე წარმართოს საგაკვეთილო პროცესი და აღმზრდელობითი საქმიანობა, საგაკვეთილო პროცესში დანერგოს სწავლების თანამედროვე ფორმები და მეთოდები;
დ) სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამის შესაბამისად, მოამზადოს მოსწავლეები სასწავლო–შემოქმედებითი კონფერენციებისათვის, საგნობრივი ოლიმპიადებისა და სასკოლო ტურებისათვის, სამეცნიერო თემების დამუშავებისას უზრუნველყოს მოსწავლეთა დაკვალიანება თემის შესაბამისი ბიბლიოგრაფიული და ინტერნეტ–მასალებით;
ე)  იზრუნოს მოსწავლეთა ინტელექტუალურ და ზნეობრივ სრულყოფაზე, უზრუნველყოს სკოლასა და
საკლასო ოთახებში სანიმუშო წესრიგი და სისუფთავე.
22.3) პროფესიული ვალდებულების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია, იგი ანგარიშვალდებულია სკოლის  დირექტორის წინაშე;
22.4) ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას, ;
22.5) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს;
22.6) იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
22.7) მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით, ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად;
22.8) უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს, არ იყენებს პროფესიულ ან თანამდებობრივ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის;
22.9) მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე;
22.10) მოსწავლეებთან ურთიერთობაში  ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში;
22.11) არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან/და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მასთან ურთიერთობისას  იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს;
22.12) არ უწევს საკუთარ მოსწავლეს ფასიან საგანმანათლებლო მომსახურეობას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
22.13) ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს;
22.14) სასწავლო პროცესის განმავლობაში ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე;
22.15) პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატავად, არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას;
22.16) არ იყენებს მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის, თანაბარ ყურადღებას იჩენს ყველა მოსწავლის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიური, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად;
22.17თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან, საჭიროების შემთხვევაში აწყობს მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს, ხოლო ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ, იგი თავაზიანია მოსწავლის მშობელთან ურთიერთობაში;
22.18) მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ;
22.19) დაუყონებლივ უზრუნველყოს დირექციისა ან/და კურატორის (კლასის დამრიგებლის) ინფორმირება, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას ან/და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა;
22.20) თანაბარი პატივისცემით ეპყრობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა, იგი თანამშრომლობს დირექციასთან და თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში, უზიარებს შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს და თანამშრომლობს მათთან.
22.21) ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.
23.    სკოლის გახანგრძლივებული სწავლების მასწავლებელი
23.1) თავის საქმიანობას ახორციელებს "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის,  სკოლის წესდების, ამ შინაგანაწესის, ხელშეკრულების, მასწავლებელის ქცევის(ეთიკის) კოდექსის,  სკოლის დირექტორის  მიერ გამოცემული ბრძანების, ინსტრუქციებისა და მითითებების, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტების საფუძველზე;
23.2) უზრუნველყოფს მოსწავლეთა დამატებით მეცადინეობას მეორე დღის გაკვეთილების ცხრილით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინებში;
23.3)  გახანგრძლივებული სწავლების მასწავლებელი ვალდებულია:
ა)  არ გაამჟღავნოს დამქირავებლის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ორგანიზაციაში საქმიანობის შედეგად;
ბ) გაუფრთხილდეს ორგანიზაციის ქონებას, იგი  პასუხისმგებელია მასზე განპირობებულ მატერიალურ ფასეულობებს დაცვაზე;
გ) უზრუნველყოს შესაბამის საგანში მოსწავლეთა დამატებითი მეცადინეობა შესაბამისი კლასის მოსწავლეთა საწყისი დონის ასაწევად;
დ) კეთილსინდისიერად შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და პასუხი აგოს მასზე დაკისრებული მოვალეობების დადგენილი სტნდარტებით  შესრულებაზე;
ე) დაუყონებლივ უზრუნველყოს დირექციისა ან/და კურატორის(კლასის დამრიგებლის) ინფორმირება,თუ   მოსწავლე არ გამოცხადდა გახანგრძლივებული სწავლების გაკვეთილზე, ან მის ჯანმრთელობას ან/და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა;
ვ) სკოლაში გამოცხადდეს გახანგრძლივებული სწავლების  გაკვეთილების დაწყებამდე, 10-15 წუთით ადრე, უზრუნველყოს გაკვეთილის ჩატარებისათვის აუცილებელი თვალსაჩინო და სხვა ატრიბუტების მომზადება, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ  დარჩეს სკოლაში ერთი აკადემიური საათით, სასკოლო დოკუმენტაციის მოგვარებისა და მშობლებთან კონტაქტის მიზნით. სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებულ თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და ფუნქციებს, განსაზღვრავს სკოლის დირექტორი შესაბამისი განკარგულებით;
23.4) ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.
24.  სკოლის მოსამზადებელი ჯგუფის (4-5 წლის ასაკის) აღსაზრდელთა  მასწავლებელი:
24.1) თავის საქმიანობას ახორციელებს "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის,  სკოლის წესდების, ამ შინაგანაწესის, ხელშეკრულების, მასწავლებელის ქცევის(ეთიკის) კოდექსის,  სკოლის დირექტორის  მიერ გამოცემული ბრძანების, ინსტრუქციებისა და მითითებების, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტების საფუძველზე;
24.2) უზრუნველყოფს მოსამზადებელი ჯგუფის აღსაზრდელთა მომზადებას სკოლისთვის;
24.3) მოსამზადებელი ჯგუფის აღსაზრდელთა  მასწავლებელი ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და პასუხი აგოს მასზე დაკისრებული მოვალეობების დადგენილი სტანდარტებით  შესრულებაზე;
ბ) დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი,  შეასრულოს დამქირავებლის და მისი უშუალო ხელმძღვანელის ბრძანებები და მითითებები ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად;
გ) არ გაამჟღავნოს დამქირავებლის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ორგანიზაციაში საქმიანობის შედეგად;
დ) გაუფრთხილდეს ორგანიზაციის ქონებას, იგი  პასუხისმგებელია მასზე განპირობებულ მატერიალურ ფასეულობებს დაცვაზე ;
ე) სკოლაში გამოცხადდეს  სწავლების   დაწყებამდე, 10-15 წუთით ადრე, უზრუნველყოს  აუცილებელი თვალსაჩინო და სხვა ატრიბუტების მომზადება;
ვ) დაუყონებლივ უზრუნველყოს დირექციის ინფორმირება,თუ აღსაზრდელი არ გამოცხადდა სკოლაში ან მის ჯანმრთელობას ან/და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა.
24.4) ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.
25.   სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე:
25.1) აირჩევა, ერთი წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით არჩეულ მოსწავლეთა მიერ, მათივე შემადგენლობიდან, თანაბარი წარმომადგენლობის, თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთ თვეში;
25.2) მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობას ახორციელებს"ზოგადი განათლების შესახებ"საქართველოს კანონის,  სკოლის წესდების, ამ შინაგანაწესის,  მოსწავლის ქცევის(ეთიკის) კოდექსის,  სკოლის დირექტორის  მიერ გამოცემული ბრძანების, ინსტრუქციებისა და მითითებების, აგრეთვე სხვა საკანონმ– დებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტების საფუძველზე;
25.3)  მოსწავლეთა თვითმმართველობის, აგრეთვე თვითმმართველობის თავმჯდომარის,  არჩევნების ჩატარების თარიღი ცხადდება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებით;
25.4) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ,  უზრუნველყოფს მოსწავლეთა მონაწილეობას, როგორც თავისი კლასის, ისე სკოლის მართვაში;
25.5) ეხმარება სკოლის დირექციასა და პედაგოგიურ საბჭოს თითოეული მოსწავლის აღზრდა–განათლების განხორციელებაში, მათი უნარ–ჩვევებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში,პიროვ– ნების თავისუფალ განვითარებასა და თვითგამორკვევაში.
26.   . სკოლის სასწავლო პროცესი
26.1. სკოლა სასწავლო პროცესს ახორციელებს განათლების სამი საფეხურის შესაბამისად;
26.2. ზოგადი განათლების შინაარსი განისაზღვრება სკოლის მიერ სახელმწიფო საგანმა–  ნათლებლო სტანდარტების გათვალისწინებითა და დამოუკიდებლად შემუშავებული, მიღებული და განხორციელებული პროგრამებით;
26.3. სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად, ერთიანი ეროვნული გეგმის საფუძველზე,  სკოლა დამოუკიდებლად შეიმუშავებს და ამტკიცებს იდივიდუალურ სასწავლო გეგმას, სასწავლო რეჟიმსა და საგაკვეთილო ცხრილს;
26.4.  სკოლის სასწავლო რეჟიმი მოიცავს იდივიდუალურ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ და გახანგრძლივებულ სწავლებას;
26.5. სკოლის იდივიდუალურ სასწავლო გეგმაში მოცემულია საათობრივი ბადე, რომელიც გან–საზღვრავს მოსწავლეთა აუცილებელი კვირეული დატვირთვის ოდენობას კლასებისა და საგნების მიხედვით;
26.6.  სკოლაში გახანგრძლივებული სწავლება ხორციელდება, I-VII კლასების ჩათვლით,  დღის მეორე ნახევარში(იდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გაკვეთილების დამთავრე–ბის შემდეგ) და მოიცავს ახალი და მეორე დღის გაკვეთილების მომზადებას, აგრეთვე ძველის გამეორებას საგნის კიდევ უფრო საფუძვლიანად ასათვისებლად, გახანგრძლივებული სწავლება მიმ–დინარეობს 14 სთ–დან 17 სთ–მდე.
26.7. სწავლება და საქმის წარმოება სკოლაში მიმდინარეობს სახელმწიფო(ქართულ) ენაზე;
26.8. დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების ათვისების შემოწმება წარმოებს ყოველსემესტრული გამოცდებით ყველა საგანში;
26.9. მოსწავლეები, რომლებმაც სრულად აითვისეს საგანმანათლებლო პროგრამები, გადაყვანილი იქნებიან მომდევნო კლასში;
26.10. ყოველი სემესტრის ბოლოს შესაძლებელია დაბალი აკადემიური მოსწრების გამო მოსწავლე გარიცხული იქნას სკოლიდან, პედაგოგიური საბჭოსა და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი და გამოსცემს შესაბამის ბრძანებას;
26.11. სასწავლო პროცესის მონაწილენი არიან მოსწავლეები, მათი მშობლები (კანონიერი წარმომად-გენლები) მასწავლებლები და  სკოლის  სხვა მუშაკები;
26.12. სკოლის პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც შეუსრულდათ ან მიმდინარე წელს უსრულდებათ ხუთი წელი;
26.13. სკოლაში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
ბ) დაბადების მოწმობის დედანი;
გ) ფოტოსურათი 3X4– ზე 2 ცალი;
დ)  ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;
26.14. სკოლაში ჩარიცხვისას მოსწავლეები, მათი მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები) უნდა გაეცნონ სკოლის წესდებას, შინაგანაწესსა და ხელშეკრულებას.
27.  სკოლის ყველა თანამშრომელი ვალდებულია:
27.1) პატიოსნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს თანამდებობით განსაზღვრული სამსახურეობრივი მოვალეობანი, დაიცვას შრომის დისციპლინა, მისთვის დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დროულად და ზუსტად შეასრულოს დირექტორის დავალება (ბრძანება, განკარგულება), გამოიყენოს სამუშაო დრო ნაყოფიერი შრომისათვის, შეიკავოს თავი ისეთი ქმედებებისაგან, რაც ხელს შეუშლის სხვებს სამუშაოს შესრულებაში, ზუსტად შეასრულოს სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები;
27.2) დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე, დაიცვას სამუშაო დროის დადგენილი ხანგრძლივობა, დროულად, ზუსტად და ხარისხიანად შეასრულოს ადმინისტრაციის განკარგულებანი, სკოლაში არყოფნის შემთხვევაში, მისთვის მოსახერხებელი ფორმით, იმავე დღეს შეატყობინოს გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ  სკოლის დირექციას. საპატიო მიზეზით (ჯანმრთელობის გაუარესება, მძიმე ოჯახური გარემოებები ან სხვა) სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია განცხადებით მიმართოს სკოლის დირექტორს დროებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო საგანგებო სიტუაციაში, აცნობოს ადმინისტრაციის წევრებს, არაუგვიანეს ერთი საათისა, სამუშაოს დაწყებამდე;
27.3) დაიცვას შენობაში არსებული სანიტარული, შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო წესები და ინსტრუქციები, ბრძანებები და განკარგულებები, მიიღოს ყველა ზომა, რათა აღმოფხვრას სკოლის ნორმალური მუშაობის ხელისშემშლელი პირობები;
27.4) მუდმივად გამოავლინოს შემოქმედებითი ინიციატივა საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, დაიცვან პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის ეთიკა;
28.  სკოლის დირექცია ვალდებულია:
28.1) შპს."სკოლა-გიმნაზია პირველის” დირექტორთან შეთანხმებით განსაზღვროს სკოლის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგია, შეიმუშაოს და შპს–ს დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგინოს ბიუჯეტი, შეასრულოს თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათზე დაკისრებული მოვალეობანი;
28.2) შექმნას ობიექტური და დემოკრატიული შეფასების სისტემა: სკოლის, პედაგოგთა, მოსწავლეთა  სასწავლო–აღმზრდელობით პროცესის, ხარისხის, ასევე ორგანიზაციული კულტურის სრულყოფის მიზნით;
28.3) ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობის დამკვიდრებას და იმოქმედოს კანონიერების ფარგლებში;
 28.3) აკონტროლოს სკოლის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულება და დროულად გამოიყენოს ზემოქმედების ღონისძიებები დამრღვევთა მიმართ;
28.4) შექმნას პედაგოგთა შემოქმედებითი და სამეცნიერო-მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშემწყობი გარემო, შეისწავლოს, გაავრცელოს და დანერგოს წარმატებული გამოცდილება, მეთოდიკა თუ ინოვაცია;
28.5) იზრუნოს სკოლის თანამშრომლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის ჰარმონიული, უკონფლიქტო გარემოს ფორმირებაზე;
28.6) მხარი დაუჭიროს და განავითაროს პედაგოგთა ინიციატივა და აქტივობა, უზრუნველყოს სკოლის მართვაში მათი მონაწილეობა;
28.7) შპს."სკოლა-გიმნაზია პირველის” დირექტორთან შეთანხმებით შეიმუშავოს სტიპენდიების, პრემიების, დასაჩუქრებისა და სხვა ჯილდოების გაცემის წესი და პირობები;
28.9) სკოლაში შექმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათის უსაფრთხო გარემო;
28.10) უზრუნველყოს დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვა;
28.11) გასცეს ხელფასი დადგენილ ვადებში, (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, გარდა ფორსმა– ჟორული სიტუაციისა);
28.12) თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის უზრუნველყოს თანამშრომლები სათანადო ინფორმაციებით, საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებითა და პირობებით;
28.13) სწორი ორგანიზაცია გაუწიოს მოსამსახურეთა შრომით საქმიანობას, უზრუნველყოს მოსამსახურეთა დატვირთვა (მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული დონის გათვალისწინებით), გამართულ მდგომარეობაში იქონიოს ტექნიკური საშუალებები;
28.14) შექმნას სათანადო პირობები მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, უზრუნველყოს შრომისა და სასწავლო პროცესის ორგანიზაციული მოთხოვნების მკაცრი დაცვა, მუდმივად განახორციელოს  მონიტორინგი, რომლის შედეგების მიხედვით დამრღვევთა მიმართ გამოიყენოს შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებები;
28.15) განუხრელად დაიცვას შრომის კანონმდებლობის მოთხოვნები, გააუმჯობესოს შრომის პირობები;
28.16) მასწავლებლის სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოადგილის შეტყობინე– ბის შემდეგ, შესაბამისი კათედრა ვალდებულია უზრუნველყოს ამ მასწავლებლის გაკვეთილის ჩატარება, შემცვლელ პედაგოგს უნაზღაურდება შესრულებული სამუშაოს საფასური, ხოლო ჩაუტარებელი გაკვეთილის ანაზღაურება პედაგოგს არ მიეცემა;
28.17) შპს–ს ან სკოლის დირექტორის ბრძანება,  განკარგულება და სხვა ინდივიდუალური ნორმატიული აქტი თანამშრომლებამდე დაიყვანება მათი თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრით, საწარმოო თათბირზე განცხადებით ან ადმინისტრაციის წევრთა მეშვეობით;
28.18) სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა სკოლაში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თვავისუფლებების  დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით;
28.19) სკოლის დირექციას უფლება აქვს სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები, ამასთან შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული და დასაბუთებული, რომელიც ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონს, დირექტორის ეთიკის, მასწავლებლის პროფესიული ეთიკისა და მოსწავლეთა ქცევის კოდექსებს, სკოლის წესდებას, ამ შინაგანაწესსა  და სხვა მოქმედ კანონმდებლობას;
28.20) სასკოლო დისციპლინის განმტკიცებისათვის შინაგანაწესით დადგენილი წესების გარდა, სკოლაში
შექმნილი საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება სკოლის დირექტორის მიერ დამატებით შემოღებული იქნას დროებითი გამკაცრებული წესები, რომელიც ეფუძნება მოსწავლისა და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას;
28.21)მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია დისციპლინური მონაცემებისაგან განცალკევებით უნდა ინახებოდეს;
28.22) სკოლის დირექციას  უფლება აქვს მოსთხოვოს მოსწავლეს და მასწავლებელს, გაიარონ სამედიცინო შემოწმება დაავადებებზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გავლის ხელმისაწვდომობა;
28.23) დაუშვებელია, გარეშე პირმა წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა გაერთიანება;
28.24) მოასწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, ასევე მათ გაერთიანებას აქვთ წინასწარი წერილობითი  შეტყობინების საფუძველზე სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების თავისუფლება, თუ ეს არ არის მიმართული სკოლისა და პიროვნების ღირსების და სახელის შელახვისაკენ, ამასთან სკოლის დირექციას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, დაესწროს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრებას;
28.25) გარეშე პირს უფლება აქვს, დაესწროს მოსწავლეთა, მშობელთა, მასწავლებელთა, ასევე მათ გაერთიანებათა  შეკრებას მხოლოდ მათი მიწვევითა და სკოლის დირექციის თანხმობით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რაც დაკავშირებულია სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.
28.26) სკოლის დირექცია ვალდებულია უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებლებს გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი;
28.27) დაუშვებელია სკოლის ტერიტორიაზე  სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება;
28.28) საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში, დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისა;
28.29) დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან სხვა ნებისმიერი პირის მიმართ, ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლის დირექცია  ვალდებულია, დაუყონებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
28.30) სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
29.  სასკოლო ჟურნალის წარმოების წესი
29.1) სასკოლო ჟურნალი წარმოადგენს სკოლის ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც  ინახება სკოლის დირექციაში, მესამე პირთაგან დაცულ ადგილას 5(ხუთი) წლის განმავლობაში;
29.2) ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელია მასწავლებელი, ხოლო მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე კი კლასის დამრიგებელი და კურატორი, სკოლის დირექტორი ვალდებულია განსაზღვროს უფლებამოსილი პირი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კლასის დამრიგებელთა და კურატორთა მიერ მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვის კონტროლს, ასეთი უფლებამოსილი პირი, როგორც წესი, არის სკოლის დირექტორის მოადგი– ლე სასწავლო–აღმზრდელობით დარგში;
29.3) ჟურნალის არასწორი წარმოება, მისი დაკარგვა/გაფუჭება, ფურცლის ამოხევა და ა. შ. წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და წარმოადგენს სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველს;
29.4) დაუშვებელია ჟურნალის გატანა სკოლის ტერიტორიიდან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
29.5) კლასის დამრიგებელი და კურატორი ვალდებულია ყოველთვიურად განსაზღვროს მოსწავლის საპატიო და არასაპატიო გაცდენები და უზრუნველყოს აღნიშნულის გამო მოსალოდნელი შედეგების თაობაზე მოსწავლის მშობლის დროული ინფორმირება;
29.6) კლასის დამრიგებელი და კურატორი  ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისთანავე უზრუნველყოს მოსწავლისა და მისი მშობლის ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად  მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
29.7) გაკვეთილზე მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა ხდება გაკვეთილის დაწყებისთანავე და გაკვეთილზე მოსწავლის არყოფნის შემთხვევაში ჟურნალში  ფიქსირდება „არა“;
29.8) მასწავლებელი ჟურნალში  მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვასთან ერთად აწარმოებს მოსწავლის აკადემიური მოსწრების განმსაზღვრელ მრავალკომპონენტიან შეფასებას, ამასთან არ არის სავალდებულო მასწავლებელმა მოსწავლე შეაფასოს ყოველდღიურად ყველა კომპონენტის მიხედვით;
29.9) ჟურნალის ყოველი გვერდი ინომრება, ხოლო ჟურნალის გარეკანის შიდა მხარეს ხელი უნდა მოაწეროს სკოლის დირექტორმა შესაბამისი თარიღის მითითებით და დასვას სკოლის ბეჭედი;

თავი IV.  სამუშაო დრო და შრომის ანაზღაურების პირობები
1. სკოლაში სამუშაო დრო, რომლის განმავლობაშიც თანამშრომელი ასრულებს სამუშაოს, იწყება 8 საათსა და 45 წუთზე და მთავრდება 16 საათსა და 45 წუთზე;
2. სასწავლო პროცესი წარიმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი რეჟიმით, თუმცა სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე დირექციის მიერ შესაძლოა შეტანილი ინას ცვლილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება დადგენილ სტანდარტებს;
3. მასწავლებლების სამუშაო დრო განისაზღვრება მათი საგაკვეთილო საათობრივი დატვირთვის შესაბამისად, ჩატარებული გაკვეთილების შედეგების შეჯამებისა და მომდევნო დღის გაკვეთილების დაგეგმვისათვის საჭირო პერიოდით;
4. სკოლის თანამშრომელთა სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს, სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო;
5. სასწავლო დღეების ოპტიმალურ ვადებში ჩატარებისათვის შეიძლება სამუშაო დღედ გამოყენებული იყოს შაბათი, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს პედაგოგიურ საბჭოსთან და დადგენილი დირექტორის ბრძანებით;
6. სასწავლო წლის ხანგრძლივობა და სასწავლო რეჟიმი განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებული გრაფიკით: 2 სემესტრით – 167 სასწ. დღით II-XI კლასებისთვის( I სემესტრი:  71  სასწ. დღე; II სემესტრი:  96  სასწ. დღე) და 150 სასწ. დღით I და XII კლასებითვის( I სემესტრი:  71 სასწ. დღე; მე-2 სემესტრი: 79 სასწ, დღე);
7. I სემესტრი სრულდება 24 დეკემებრს და ზამთრის არდადეგები გაგრძელდება 20 იანვრამდე, ხოლო II სემესტრი იწყება 20 იანვარს და სრულდება 15 ივნისს,  I-XII  კლასებისათვის -20 მაისს;
 8. სკოლაში დასვენების დღეებია  სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად დადგენილი სადღესასწაულო დასვენების დღეები, თუმცა სკოლის  დირექციის მიერ შესაძლოა დასვენების დღეებად გამოცხადდეს სხვა
დღეებიც, თუკი იგი ზიანს არ მიაყენებს სასწავლო პროცესს;
9. პედაგოგთა კვირეული სამუშაო დრო განისაზღვრება  ფაქტიურად ჩატარებული საათების რაოდენობით, უქმე დღეები და არდადეგები არ ანაზღაურდება. თანამშრომელი სამუშაოზე მიღების დღიდან, სამსახურიდან გათავისუფლებამდე, იღებს შრომით გასამრჯელოს (ხელფასს), რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, ჩატარებული საათობრივი ანაზღაურებისაგან, თანხის არსებობის შემთხვევაში პრემიისა და კანონით გათვალისწინებული სხვა დანამატებისაგან. ხელფასის გაცემა წარმოებს თვეში ერთხელ, საბარათო სისტემით. გაცდენილი საათები არ ანაზღაურდება, არდადეგები ითვლება უფასო შვებულებაში. ყოველგვარი თანხის გაცემა წარმოებს საბანკო ანგარიშსწორებით, თი–ბი–სი (TBC) ბანკის საბარათო სისტემით;
10.  სკოლის დირექტორის  თანხმობით, მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე, არა უმეტეს ერთი წლისა, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
11. გაკვეთილების ცხრილს, დღის რეჟიმსა და სამუშაო ხანგრძლივობას თითოეული მუშაკისათვის, განსაზღვრავს სკოლის  დირექცია, გაკვეთილების ცხრილისა და სამუშაო გრაფიკის თვითნებურად შეცვლა დაუშვებელია;

12. სკოლის  დირექციის თათბირებზე, კათედრებისა და პედაგოგიური საბჭოს სხდომებზეზე შესაბამის პირთა დასწრება სავალდებულოა;

13. შრომითი ურთიერთობის შეჩერება და დასვენების დღეები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
14. აუცილებლობიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის კალენდარში შეტანილი ნებისმიერი ცვლილებისას გამოიცემა სკოლის დირექტორის ბრძანება და  გადატანილი ან გადანაცვლებული დღე ანაზღაურდება შაბათი დღის ხარჯზე.

თავი V.  სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, კლასიდან კლასში გადაყვანისა და დათხოვნის პირობები, შეფასების სისტემა 
1. სკოლის პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც შეუსრულდათ 5 წელი, ან შესაბამისი სასწავლო წლის დასრულებამდე უსრულდებათ  6 წელი, იქნება ეს საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე (თანახმად  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა);
2. I კლასში მოსწავლე ჩაირიცხება შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:
ა)  განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
ბ)  დაბადების მოწმობის დედანი; პირადი ნომერი;
გ)  ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა ფორმა # 26;
დ) მშობელთა (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
ე)  2 ფოტოსურათი, ზომით 3/4;
ვ)  სკოლასა და მშობელს შორის დადებული ხელშეკრულება.
3. სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის შემთხვევაში მშობელმა(კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს:
ა)  მოსწავლის პირადი საქმე;
ბ)  ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა ფორმა # 26;
გ)  მიმდინარე შეფასება;
დ) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;
ე)  ბრძანების ამონაწერი ამორიცხვის შესახებ;
ვ)  2 ფოტოსურათი, ზომით 3/4;
4.  სკოლაში ჩარიცხულ ყველა მოსწავლეზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც დაცული უნდა იყოს:
ა)  განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
ბ)  დაბადების მოწმობის დედანი;
გ)  2 ფოტოსურათი, ზომით 3/4;
დ) მშობელთა (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობისა და  რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
ე)  მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და პედაგოგიური დაკვირვების შედეგები;
ვ)  სკოლასა და მშობელს შორის დადებული ხელშეკრულება.
5. მოსწავლის ჩარიცხვაზე მშობელს შეიძლება უარი ეთქვას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში მისაღები მოსწავლეთა რეგლამენტი ამოწურულია. ადმინისტრაცია ვალდებულია სკოლაში ჩარიცხვისას მოსწავლესა და მის   მშობელს გააცნოს სკოლის შინაგანაწესი;
6. მოსწავლე კლასიდან კლასში გადაიყვანება, ესგ მოთხოვნების შესაბამისად, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი და გამოსცემს შესაბამის ბრძანებას, სახელმწიფოს მიერ დადგენილი კომპონენტებისა და კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდების შედეგების საშუალო არითმეტიკულის გაანგარიშებით, კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდა ითვლება, როგორც დამატებითი კომპონენტი;
7. თუ წლიური საერთო ნიშანი  შეუსაბამისობაშია ესგ პარამეტრებთან, მაშინ კონკრეტულ საგანში ან საგანთა ჯგუფში სავალდებულო სტანდარტის დაძლევის მიზნით მოსწავლეს მიეცემა დამატებითი დრო (ორი კვირა სასწავლო წლის დამთავრებიდან ან ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე) ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობაც ეკისრებათ საგნობრივ კათედრებს;
8. თუ სტანდარტის შესრულების შიდასასკოლო კონტროლის შედეგად (გამოცდა, ტესტირება, ზეპირი გამოკითხვა, დიფერენციალური ჩათვლა) მოსწავლის საერთო წლიური მაჩვენებელი მიაღწევს ესგ სტანდარტს, იგი გადავა მომდევნო კლასში.
9. მოსწავლეთა სკოლიდან დათხოვნა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით,  მოსწავლეთა ქცევის კოდექსით, სკოლის წესდებითა და ამ შინაგანაწესით; 
10. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან) ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები, პასუხისმგებლობები,  დავის წარმოშობის შემთხვევაში და მისი გადაწყვეტის მექანიზმები, ხელშეკრულების დარღვევა შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით ან ერთ–ერთი მხარის მიერ სახელშეკრულებო პირობათა დარღვევისას;
11. სკოლის დირექცია პედაგოგიურ საბჭოსთან   შეთანხმებით შეიმუშავებს: სკოლის თვითშეფასების,გაკვეთილის, მოსწავლის ცოდნისა და პედაგოგთა შეფასების, მოსწავლეზე და მასწავლებელზე დაკვირვების, მონიტორინგისა და შედეგების დემონსტრირების წესს, მახასიათებლებსა და მაჩვენებლებს;
12. I-IV კლასებში მოსწავლეთა წლიური შეფასება ნიშნებით არ წარმოებს, ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელი საკუთარი და სხვა მასწავლებლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წერს მოკლე შემაჯამებელ წერილობით შეფასებას, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება გავარჯიშება მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად;
13.  V-XII  კლასებში მოსწავლე ფასდება  ნიშნების  10 ქულიანი სისტემით, ხოლო საგნებში ”სპორტი”და „ცეკვა“ კი ჩათვლის სისტემით –– „ჩაეთვალა“ან „არ ჩაეთვალა“;
14. სკოლის სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით სავალდებულო და ფაკულტატურ საგნებში –– მეტყველებისა და მართწერის კულტურა, ზოგადი უნარ-ჩვევები მოსწავლე ფასდება 10 ქულიანი სისტემით,  რომელიც წლიური ნიშნის გამოყვანისას  არ  მოახდენს ზეგავლენას  ძირითადი საგნების  შეჯამების  დროს;
15. საფეხურიდან საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს მოსწავლეს, რომელსაც საბოლოო ნიშანი მინიმუმ 5,1 ქულა ექნება. (გამონაკლისია ის მოსწავლეები, რომლებიც გაცდენების გამო ვერ დაძლევენ ექსტერნის წესით გამოცდას ერთ საგანში);
16. სასწავლო წლის ბოლოს, თუ მოსწავლე ვერ დაძლევს საგნობრივ მინიმალურ ქულებს, ენიშნება საშემოდგომო გამოცდა. საშემოდგომო გამოცდის ნიშნის წილობრივ დატვირთვას, გრაფიკს, ჩატარების ფორმას განსაზღვრავს შესაბამისი კათედრა, ხოლო კონკრეტულ მოსწავლეზე დავალებათა გრაფიკს ადგენს საგნის მასწავლებელი; 
17. სკოლის II-XI  კლასელთათვის სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს ინიშნება კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები და თითოეული საგნის ნიშნის გამოთვლა ხდება პირველი და მეორე სემესტრებისა და გამოცდაზე მიღებული ნიშნების საშუალო არითმეტიკულის გაანგარიშებით, სასწავლო გეგმის მიხედვით, ხოლო საშუალო საფეხურის ყველა კლასში, საატესტატო საგნებში (X-XI-XII კლასები), ყოველი სემესტრის ბოლოს ტარდება შემაჯამებელი წერა (საკონტროლო) და მიღებული ნიშანი ჩაითვალება  მიმდინარე შემაჯამებელი კომპონენტის ნიშნად; 
18. სკოლაში შემუშავებულია და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს ინკლუზიური განათლების ცალკეული საგნის  მოდიფიცირებული სასწავლო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაძლებლობები. მოსწავლე, რომელიც წარმატებით დაძლევს მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმას, ფასდება უმაღესი ქულით; სკოლა აღიჭურვება პანდუსით და სხვა აუცილებელი მოწყობილობებით;
19. კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15, გამონაკლის  შემთხვევაში  კლასში მოსწალეთა რაოდენობა არ უნდა აღემატეოდეს 20–ს, ამ შემთხვევაში კლასი უნდა გაიყოსამასთან კლასის გაყოფა პარალელურ კლასებად შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც თითოეულ კლასში იქნება მინიმუმ 10 მოსწავლე;
20. სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგებისა და სხვა საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისათვის მოსწავლე ჯილდოვდება: სტიპენდიით აკადემიური მოსწრების შესაბამისად, სიგელით, დიპლომით, ფულადი პრემიითა და სხვა სამახსოვრო პრიზით;

თავი VI.  სწავლის ქირა, მისი გადახდის ფორმები და შეღავათები 
1.  სკოლა-გიმნაზია"პირველში” მოსწავლეთა სწავლება ფასიანია და წლის განმავლობაში იგი შეადგენს  2500(ორიათასხუთას) ლარს, თუმცა სწავლის საფასური შეიძლება შეიცვალოს საბაზრო ფასების ცვლილების მიხედვით, მაგრამ არა იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც უკვე ჩარიცხულნი არიან სკოლა-გიმნაზია "პირველში”;
2. სკოლა-გიმნაზია"პირველში” დაწესებული სწავლის საფასურზე  გარკვეული  შეღავათები უწესდებათ შემდეგ მოსწავლეებს:
ა) სკოლის დაარსების დღიდან სკოლაში ჩარიცხული დღემდე I ხარისხის    წარჩინებული, სტიპენდიატი და ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადების დასკვნით ტურში  გამარჯვებული მოსწავლეებს, აგრეთვე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და ინვალიდთა ოჯახის შვილებს სწავლის საფასური შეიძლება შეუმცირდეთ 50%-მდე ;
ბ) ობოლ (რომელთაც გარდაცვლილი ჰყავთ ორთავე ან ერთ-ერთი მშობელი),  მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ (მათ შორის, მას, რომელიც იზრდება მარტოხელა მშობლებთან) მოსწავლეებს სწავლის საფასური შეიძლება შეუმცირდეთ 30 %-მდე;
გ) ოჯახიდან 2 მოსწავლეს –– თითოეულს 10-დან 20 %-მდე და ოჯახიდან 3 და მეტ მოსწავლეს –– თითოეულს 20-დან 30 %-მდე;
დ) თანამშრომელთა შვილებს, ქალაქის სპორტული სკოლებიდან სპორტული სკოლის რეკომენდაციით ჩარიცხულ წარმატებულ სპორტსმენებს –– 20-დან 30 %-მდე;,
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო იძულებით გადაადგილებულის სტატუსის მქონე ოჯახების შვილებს, ინკლუზიური და დისლექსიური განვითარების მქონე მოსწავლეებს 10-დან 40 %-მდე;
3. სწავლის ქირის გადახდასთან დაკავშირებით სხვა სახის შეღავათების დაწესების უფლება ენიჭება ადმინისტრაციას  განსაკუთრებულ სიტუაციაში, პატივსადები გარემოებების არსებობისას, ,,განათლების შესახებ” კანონისა და სკოლა-გიმნაზია "პირველის” წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად;

 თავი VII.  მოსწავლეთა უფლებები და ვალდებულებები, ქცევის წესების დარღვევისათვის გათვალის–წინებული შედეგები,  წარმატების სტიმულირება
1. მოსწავლეს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობდეს მეცნიერულ კვლევაში;
გ) საქართველოს  კანონით “ზოგადი განათლების შესახებ”, სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი წესით,  თანაბარ პირობებში ისარგებლოს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
2.  მოსწავლე ვალდებულია:
ა) გაეცნოს მოსწავლეთა ქცევის კოდექსს, სკოლის წესდებას,  შინაგანაწესს  და დაემორჩილოს მის მოთხოვნებს, დაუყოვნებლივ ჩააყენოს დირექცია საქმის კურსში მოსწავლეთა ქცევის კოდექსის, წესდებისა და ამ შინაგანაწესის  უხეში დარღვევის შემთხვევისას, იგი თავაზიანია მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას, ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირის კანონიერ მითითებებს, თავს იკავებს  ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისგან
ბ) სკოლის სასწავლო გეგმითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი საგნობრივი პროგრამების მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა;
გ) გაკვეთილების, ფაკულტატური, დამატებითი და პრაქტიკული მეცადინეობების გაცდენის შემთხვევაში, წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა, აანაზღაუროს გაცდენილი გაკვეთილები;
დ) დაიცვას სისუფთავე სკოლაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს საკუთარი, სხვა პირთა ან სკოლის ქონება;
ე) სკოლაში გამოცხადდეს დირექციის მიერ დადგენილი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერი სამოსითა და აქსესუარებით, დროულად გამოცხადდეს გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე, არ დატოვოს გაკვეთილი მასწავლებლის ნებართვის გარეშე, გაკვეთილზე ყოფნისას იქონიოს სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ნივთები, არ გამოიყენოს მობილური ტელეფონი ან სხვა ტექნიკური საშუალებები არასაწავლო მიზნით;
ვ) სკოლაში არ იქონიოს შემდეგი ნივთებით: თამბაქოს ნაწარმი, ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღად, სანთებელა ან ასანთი, ალკოჰოლური სასმელებები, ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული, აზარტული სათამაშო საშუალებები, უხამსობის ამსახველი ნივთები, ნარკოტიკული საშუალებები, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებები, ფსიქოტროპული საშუალებები ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე;
ზ) არ შეუშალოს ხელი მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის მომდინარეობისას, პატივი სცეს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, გამოხატოს საკუთარი აზრი და შეხედულება სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე, არ განახორციელოს რელიგიური და პოლიტიკური პროპაგანდა, ყურადღებით გაეცნოს შესასწავლი საგნების სილაბუსს, აუცილებელი და დამატებითი ლიტერატურის ჩამონათვალს;  
3. მოსწავლეთა ვალდებულებები და გადაცდომების შესაბამისი სანქციები განსაზღვრულია მოსწავლეთა ქცევის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით;
4. მოსწავლის მიერ ქცევის კოდექსის, სკოლის შინაგანაწესისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დარღვევისა და სკოლის თანამშრომლების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შინაგანაწესი ითვალისწინებს გარკვეულ დისციპლინარულ ზომებს:
ა) მშობელთან დაკავშირებსა და თათბირს, რომელიც გულისხმობს რაიმე ინციდენტისთანავე კლასის დამრიგებლის(კურატორის) დაკავშირებას მოსწავლის მშობელთან, მასთან გასაუბრებას და შესაბამისი ოფიციალური ჩანაწერის გაფორმებას, რაც დასტურდება მშობლის ხელისმოწერით;
ბ) გასაუბრებას დირექტორთან, რომელიც გულისხმობს მოსწავლის შეხვედრას დირექტორთან, მოსწავლის პირად   საქმეში ჩანაწერის გაფორმებას დისციპლინური გადაცდომისა და  შესაბამისი სახდელის  შესახებ;
გ) საყვედურის გამოცხადებას გულისხმობს  მოსწავლისათვის  ბრძანებით საყვედურის  გამოცხადებას;
დ) გამოსაცდელი ვადის დაწესებას გულისხმობს არასათანადო ქცევის შემთხვევაში, მისთვის გამოსაცდელი ვადის  დაწესებას და დამრიგებლისა(კურატორისა) და მშობლის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას;
ე) სკოლის სერვისით სარგებლობის პრივილეგის ჩამორთმევას –– გულისხმობს ქცევის კოდექსის დარღვევისას სკოლის ცალკეული სერვისით სარგებლობით უფლების ჩამორთმევას. მაგალითად, კომპიუტერული ქსელი, ინტერნეტი,  ექსკურსიაზე წასვლის უფლება და ა.შ;
ვ) ზარალის ანაზღაურებას –– გულისხმობს თანხის გადახდას, თუ შესაძლებელია დამტკიცდეს და შეფასდეს მიყენებული ზარალი, ან  მოსწავლის მშობლის მიერ დაზიანებული ნივთის ან ინვენტარის შეცვლას ახლით;
ზ) საზოგადოებრივ სამუშაოს –– გულისხმობს საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაოს, როგორიცაა: სკოლის ეზოსა და შენობის დასუფთავება, ნარგავების მოვლა, დაზიანებული ინვენტარის შეკეთება და სხვა მოსწავლეს დაეკისრება  მხოლოდ მშობლის თანხმობით. დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის დღეში მხოლოდ 1 სთ–ის ოდენობით, დამრიგებლის ზედამხედველბით, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის დღეში 2 სთ–ის ოდენობით, კურატორის ზედამხედველობით და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის დღეში 3 სთ–ის ოდენობით კურატორის ზედამხედველობით;
თ) აკრძალული ნივთების კონფისკაციას –– გულისხმობს სკოლის ტერიტორიაზე  აკრძალული ნივთების (მობილური ტელეფონები და სხვა ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, ლაზერები, იარაღი და ა.შ.)  ჩამორთმევას და მშობლისთვის ან სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემას;
ი) სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემას –– გულისხმობს მოსწავლის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის, სკოლაში იარაღის, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის შემთხვევაში სკოლიდან დათხოვნას და სამართალდამცავ ორგანოებისთვის გადაცემას;
კ) დაუშვებელია  მოსწავლის მიმართ  სახდელის(სასჯელის) ზომად გამოყენებული იქნას მისი ფიზიკური დასჯა ან/და ფიზიკური ძალის გამოყენება, ხოლო აუცილებელი საჭირო ძალა, რომელიც გამოიყენება თავდაცვის ან სხვათა დაცვის მიზნით, არ შეიძლება ჩაითვალოს ფიზიკურ დასჯად ან/და ფიზიკური ძალის გამოყენებად;
ლ) დაუშვებელია სკოლიდან დაწყებითი ან/და საბაზო საფეხურის მოსწავლის გარიცხვა თუ დირექციის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი არგუმენტირებული საფუძველი;
მ) მოკლევადიანი ან გრძელვადიანი დათხოვნას, რომელშიც იგულისხმება მოსწავლის ჩამოშორება გაკვეთილებიდან ან სკოლის მიერ ორგანიზებული სხვა ღონისძიებებიდან და რომელიც ექვემდებარება შემდეგ წესებს:
 1) გაკვეთილიდან მოსწავლის დათხოვნის უფლება აქვს პედაგოგს, მხოლოდ და მხოლოდ კურატორთან(დამრიგებლთან) და დირექციასთან შეთანხმებითა და სათანადო ბარათის შევსების შემდეგ, ამასთან კურატორის(დამრიგებლის)  მეშვეობით მოსწავლის  მშობლის(მეურვის) ინფორმირებითა და მოსწავლის მასზე ჩაბარებით;
2)  სკოლიდან მოკლევადიანი (5 დღემდე) დათხოვნის უფლებამოსილება გააჩნია  სკოლის დირექტორს ან მის მოადგილეს სასწავლოაღმზდელობით დარგში, მას შემდეგ, რაც შეხვდებიან მშობელს და აცნობებენ მისი შვილის დათხოვნის მიზეზებს და ხანგრძლივობას, მოსწავლე ამ დღეებში სკოლის მზრუნვე–ლობის  ქვეშაა და სკოლაში დაბრუნების შემდეგ  ვალდებულია, ორი დღის განმავლობაში აანაზღაუროს გამოტოვებული მასალა;
5. მოსწავლის მიერ გაკვეთილის(გაკვეთილების) გაცდენა შეიძლება იყოს საპატიო ან არასაპატიო;
6. საპატიოდ ჩაითვლება გაცდენა, რომელიც გამოწვეულია:
ა) მოსწავლის ავადმყოფობით, სამედიცინო გამოკვლევებით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით, დაწყე–ბით საფეხურზე მშობლის(მეურვის) უუნარობით, გამოუშვას მოსწავლე სკოლაში;
ბ) მოსწავლის მოკლევადიანი მოგზაურობით, რომელიც ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს;
გ) მოსწავლის ვალდებულებით გამოცხადდეს ოფიციალურ სახელმწიფო დაწესებულებებში ან როცა მოსწავლე იღებს მონაწილეობას ისეთ ღონისძიებაში, რომელიც ეხება მოსწავლის უნარებისა და ცოდნის გაღრმავებას ან წარმოჩენას;
დ) მოსწავლის ოჯახის წევრების ავადმყოფობისას, მოსწავლის მიერ მათზე ზრუნვის აუცილებლობით ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში;
ე) საპატიოდ ითვლება ასევე გაცდენები, რომლებიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს;
7. მოსწავლის მშობელმა(კანონიერმა წარმომადგენელმა) წინასწარ უნდა აცნობებს დამრიგებელს(კურატორს) მოსწავლის მიერ გაკვეთილის(გაკვეთილების) მოსალოდნელი გაცდენის თაობაზე;
8. გაცდენა ჩაითვლება საპატიოდ, თუ  მშობელი(კანონიერი წარმომადგენელი), მოსწავლის სკოლაში გამოცხადებიდან ხუთი დღის ვადაში წარმოადგენს განცხადებას, სადაც ის აღწერს მისი შვილის (მეურვეობის ქვეშ მყოფი პირის) მიერ გაკვეთილის გაცდენის მიზეზებს;
9. გაცდენის საპატიოდ მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი დამრიგებლის (კურატორის) წარდგინების საფუძველზე; თუ დირექტორი გაცდენას მიიჩნევს არასაპატიოდ და  მოსწავლე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ ეთანხმება დირექტორის გადაწყვეტილებას, მათ შეუძლიათ დირექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ სკოლის წესდებით, ამ სინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
10. თუ საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლემ სემესტრის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის ერთი სასწავლო წლის მანძილზე  დათმობილი საათების 1/4 და მეტი, მაგრამ 1/2-ზე ნაკლები, მის სემესტრულ ნიშანს დააკლდება 20%. თუ მოსწავლეს არ აკმაყოფილებს მიღებული ნიშანი, მას მიეცემა საშუალება, გავიდეს სკოლის მიერ ორგანიზებულ სემესტრულ გამოცდაზე, სადაც იგი შეფასდება სასწავლო გეგმაში მოცემული სემესტრული გამოცდის შეფასების წესით;
11. თუ საშუალო საფეხურის მოსწავლემ გააცდინა კონკრეტული საგნისთვის ერთი სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/2-ზე მეტი, იგი ამ საგანში არ იღებს საგნის წლიურ ნიშანს. აღნიშნულ საგანში შეფასებას იღებს ექსტერნატის ფორმით გამოცდის დაძლევის საფუძველზე;
12. მოსწავლე მობილური ტელეფონის და სხვა ტექნიკური საშუალებების გაკვეთილზე გამოყენებისათვის, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, ისჯება:
ა) პირველ  შემთხვევაში ჩამოერთმევა ტელეფონი ან სხვა ტექნიკური საშუალება და  დაუბრუნდება მშობელს(მეურვეს) და მიეცემა გაფრთხილება;
ბ) მეორე შემთხვევაში ჩამოერთმევა ტელეფონი ან სხვა ტექნიკური საშუალება და  დაუბრუნდება მშობელს(მეურვეს), ხოლო მოსწავლეს შეეზღუდება სკოლის სერვისით სარგებლობის პრივილეგია (კომ–პიუტერული ქსელი, ინტერნეტი,  ექსკურსიაზე წასვლის უფლება);
გ) მესამე შემთხვევაში  სკოლის ადმინისტრაცია   იმსჯელებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ  და მოახდენს რეაგირებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
13. სამსახურებრივი–დისციპლინური შემოწმების საფუძვლებია:
ა) სკოლაში შემოსული საჩივარი, განცხადება,  ოფიციალურად მიღებული სხვა ინფორმაცია (გარდა ანონიმურისა), რომელშიც იკვეთება სკოლაში დასაქმებული პირის ან მოსწავლის მიერ დისციპლინური დარღვევის ფაქტი;
ბ) სკოლის დირექტორის დავალება;
14. სკოლაში სამსახურებრივდისციპლინურ შემოწმებას ახორციელებს სკოლის დირექტორის მიერ შექმნილი დროებითი მონიტორინგის ჯგუფი;
15. შემოწმების დაწყებიდან ერთი თვის ვადაში დროებითი მონიტორინგის ჯგუფი სკოლის დირექტორს წარუდგენს დასკვნას, რომელიც შეიცავს:
ა) შემოწმების საფუძველს;
ბ) შემოწმების პერიოდში გატარებულ ღონისძიებებს;
გ) დისციპლინური დარღვევის არსებობის ან არარსებობის დასაბუთებას;
დ) შემოწმებისას აღმოჩენილი სხვა პრობლემების თუ ნაკლოვანებების არსებობის დასაბუთებას;
ე) დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში გამოსაყენებელი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის (სახდელის) შეფარდების დასაბუთებას;
ვ) შემდგომში გასატარებელი ღონისძიებების (ნაკლოვანებების ან/და პრობლემების აღმოფხვრის) აღწერას და მიზანშეწონილობის დასაბუთებას;
ზ) შემოწმების პროცესში მოპოვებული დოკუმენტების ჩამონათვალს.
16. შემოწმების ვადა, დირექტორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვისა;
17. შემოწმების პროცესში დროებითი მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელს უფლება აქვს სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს, მოსწავლეს, მათ მშობელსა და მათ გაერთიანებას მოსთხოვოს:
ა) სკოლაში მოვალეობის შესრულების პროცესში მოპოვებული დოკუმენტების წარდგენა;
ბ) ყველა საჭირო დოკუმენტის ქსეროასლის გადაღება;
გ) წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტების მიცემა, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყო–ფილად შესწავლას;
18. შემოწმების პროცესში, სკოლაში დასაქმებული ყველა პირი და მოსწავლე ვალდებულია:
ა) მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მონიტორინგის ჯგუფის წევრს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი თუ ინფორმაცია;
ბ) მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს შემმოწმებელთან;
გ) მისცეს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტება მის მიერ სკოლაში მოვალეობის შესრულებას–თან დაკავშირებულ საკითხებზე;
19. შემოწმებისას მიღებული ყველა დოკუმენტი, შესაბამის დასკვნასთან ერთად, ინახება კანცელარიაში.
20. სკოლის დირექტორის მიერ შექმნილი დროებითი მონიტორინგის ჯგუფის  მიერ შემოწმების შედეგად მომზადებულ დასკვნაზე სკოლის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით რეაგირებისათვის;

თავი VIII.  თანამშრომელთა სტიმულირება 
1. სწავლებასა და აღზრდაში წარმატებებისა და მუშაობაში მოპოვებული სხვა მიღწევებისათვის გამოიყენება შემდეგი სახის წახალისებანი:
ა)  მადლობის გამოცხადება;
ბ)  ფასიანი საჩუქრის გადაცემა;
გ)  პრემია ან ფულადი ჯილდო და სხვა;
2. წახალისება ცხადდება სკოლის დირექტორის  ბრძანებით, ეცნობება სკოლის მთელ კოლექტივს და ინახება მუშაკის პირად საქმეში;

თავი IX. პასუხისმგებლობა შრომის დისციპლინის დარღვევისათვის 
1. სკოლის თანამშრომლის მიერ შრომის კოდექსით, ამ შინაგანაწესითა და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობა (დაგვიანება, არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების, დამატებითი, ფაკულტატური  და წრეობრივი მეცადინეობების, პედსაბჭოსა და კათედრების სხდომების გაცდენა, მოსალოდნელი გაცდენის შესახებ დირექტორის, სასწავლო დარგისა და კათედრების გამგეების წინასწარ შეუტყობინებლობა და შემცვლელი მასწავლებლით ჩაუნაცვლებობა, სამსახურის თვითნებური მიტოვება, სასკოლო დოკუმენტაციის უხარისხოდ წარმოება, გაკვეთილიდან მოსწავლის გაძევება ზედამხედველის გარეშე, სწავლების დაბალი ხარისხი, მოსწავლის, მშობლის ან თანამშრომლის შეურაცხყოფა და კონფლიქტის გაღვივება, კოლეგიალობისა და თანამშრომლობის ეთიკის დარღვევა ითვლება დისციპლინურ გადაცდომად) ან არაჯეროვნად შესრულება, დაწესებულე­ბისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება, ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეულობის შექმნა ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, მუშაკისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, ითვალისწინებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას და გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული სახდელის შემდეგი ღონისძიებები:
ა)  შენიშვნა;
ბ)  საყვედური;
გ)  სასტიკი საყვედური;
დ)  სამსახურიდან დათხოვნა (ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა);
ე)  არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება.
ვ)  ხელფასიდან დაქვითვა.
2. ,,დაქირავებულის” მიერ სამუშაოთა შესრულებაზე დაუსაბუთებლად უარის თქმა იწვევს დაჯარიმებას მისაღები   ხელფასის 5 %-ით, სასკოლო და საკლასო დოკუმენტაციის ხარვეზებით წარმოება იწვევს დაჯარიმებას მისაღები   ხელფასის 5 %-ით, მასწავლებელი პასუხისმგებელია თითოეულ დაწერილ ნიშანზე, სარეიტინგო მონიტორინგისას მოსწავლის შეფასებაში 5 %  ცდომილების შემთხვევაში მასწავლებელი ჯარიმდება მისაღები ხელფასის 10%–ით; 
3. გადაცდომის შედეგებიდან გამომდინარე, თანამშრომელს შეიძლება შეეფარდოს    საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით დისციპლინური სახდელის ერთ–ერთი სახე, მოცემული რიგითობის გაუთვალისწინებლად. დისციპლინური სახდელის დადებას ახორციელებს სკოლის დირექტორი ბრძანებით დისციპლინური სასჯელის დადების შესახებ, რომელსაც თანამშრომელი უნდა გაეცნოს მისი გამოცემიდან სამი დღის განმავლობაში და დაადასტუროს ხელმოწერით. თუ სახდელის მოქმედების პერიოდში თანამშრომელი კეთილსინდისიერად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მიაღწევს წარმატებას, ადმინისტრაციას უფლება აქვს მოუხსნას სახდელი ვადაზე ადრე;
4. დათხოვნა დისციპლინური სახდელის სახით გამოიყენება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ან თუ თანამშრომლის მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა  მძიმე შედეგს გამოიწვევს;
5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში ჩანაწერის შეტანით;
6. ადმინისტრაციული სახდელის შესახებ დირექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი  წესით;
7. თანამშრომელს, მოსწავლეს არ შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ დისციპლინური დარღვევის ჩადენის დღიდან გასულია 1 წელი, ხანდაზმულობის ვადის დინება წყდება შემოწმმების დაწყების დღიდან;
8. სკოლასა და თანამშრომელს, მოსწავლეს, მშობელს შორის სადავო საკითხები განიხილება სკოლის წესდებით, ამ სინაგანაწესითა და  საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით:
ა) დავის წარმოშობის დროს მხარე, რომელიც თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, წერილობითი საჩივრით მიმართავს სკოლის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ;
ბ) სკოლის დირექტორმა და დავის მხარემ ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა დავა გადაწყვიტონ შემათანხმებელი პროცედურებით, ინდივიდუალური მოლაპარაკებით;
გ) შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია გაასაჩივროს დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება ან უმოქმედობა  გადაწყვეტილების გაცნობიდან ორი კვირის ვადაში;
დ) მონიტორინგის ჯგუფი საჩივარს განიხილავს ერთი თვის ვადაში დავის მხარის მონაწილეობით;
ე) მხარეს უფლება აქვს მონიტორიგის ჯგუფის გადაწყვეტილება ერთი კვირის ვადაში გაასაჩივროს  და მიმართოს სასამართლოს კანონმდებლობის შესაბამისად;

თავი X . სკოლის შინაგანაწესის ცვლილების წესი 
1. შინაგანაწესის ან მასში ცალკეული მუხლების ცვლილება  ხორციელდება დასაბუთებული აუცილებ–ლობის ან არსებულ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შინაგანაწესში შესატან ცვლილებას სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგიურუ საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი;

2.სკოლის შინაგანაწესი უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას და ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე.

Комментариев нет:

Отправить комментарий