вторник, 2 февраля 2016 г.

სკოლის წესდება

ზოგადი დებულებები
 მუხლი 1. კერძო სკოლის სტატუსი
5.  საბჭოს სხდომა უფლებამოსილიათუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი;
6.  პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით;
2. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობას
3. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზეფარული კენჭისყრითკლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითშემდეგი წესით;
მუხლი 12. მასწავლებელთამშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები
1. სკოლის მასწავლებელთამშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები განისაზღვრება ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონითსკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით;
4. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს;
5. სკოლიდან განსაზღვრული ვადით დათხოვნის ან გარიცხვის გადაწყვეტილების  მიღების უფლება აქვს სკოლის დირექტორს;
4. საჩივარი არ განიხილებათუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები
განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;
IV. სკოლის ქონება და საფინანსო ეკონომიური საქმიანობა
 
მუხლი 15. სკოლის ქონება
V.   სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი, სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
თუ აუცილებელია სკოლის ფიზიკური ან/და ადამიანური რესურსების ოპტიმატიზაცია;
)  თუ სკოლა არსებითად გახდა არამომგებიანი და ზარალის მომტანი;
1. ზოგადსაგანმანათლებლო კერძო დაწესებულება, "სკოლა გიმნაზია-პირველი” (შემდგომში „სკოლა“დაფუძნებულია შპს. "სკოლა-გიმნაზია პირველის” (შემდგომში „შპს“) წესდების (მუხ:2.1; 3.1;3.2;3.3), „შპს-ს“ გენ. დირექტორის ბრძანების (#3 12.07.2009), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული გენერალური ლიცენზიისა (#00033740; 10.10.2000) და მასში შეტანილი ცვლილებების (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების (#716; 02.09.2009) საფუძველზე;
 2.  სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციისზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონისეროვნული სასწავლო გეგმისსკოლის  შინაგანაწესის, ამ წესდებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე;
3.  სკოლა იქმნება შპს. "სკოლა-გიმნაზია პირველის” ქონების საფუძველზე და მის კონტროლს ახორციელებს შპს.  "სკოლა-გიმნაზია პირველი” კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შპს. "სკოლა-გიმნაზია პირველის” წესდების შესაბამისად;
4.  სკოლა არის კერძო სამართლის იურიდიული პირი. დასახულ მიზნებსა და ამოცანების განსახორციელებლად, თავისი უფლებაუნარიანობის ფარგლებში, დებს გარიგებებს, იღებს ვალდებულებებს, გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ;
5.   შპს. "სკოლა-გიმნაზია პირველის” პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით (ოქმი#2; 15.07.2009) სკოლა იყენებს შპს. "სკოლა-გიმნაზია პირველის” ბალანსსმრგვალ  ბეჭედს, საბანკო ანგარიშებს, ლოგოსა და კერძო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკას;
6.  სკოლის ურთიერთობები მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან რეგულირდება ხელშეკრულებით, სკოლის შინაგანაწესითა და ამ წესდებით;
7.  სკოლაში დაუშვებელია პოლიტიკური პარტიებისსაზოგადოებრივ-პოლიტიკური და რელიგიური მოძრაობების და ორგანიზაციების სტრუქტურების შექმნა და მოღვაწეობა;
8.   სკოლის შიდა ორგანიზაციული საკითხები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესითა და ამ წესდებით;
9.    სკოლის მისამართია: ქ. თბილისი, არდაზიანის 8 

      ტელეფონი:   574 811177;    874 987733;

      ელ–ფოსტა:    school-pirveli@mail.ru ;    WWW.school-pirveli.edu.ge


მუხლი 2.   ძირითადი მიზნები და ამოცანები
 1. დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგად საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად სკოლის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:
ა)  ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელითავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
)  მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებააუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფაცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებამოსწავლეთა  ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაკულტურულ ფასეულობათა პატივისცემამოსწავლის მიერ ოჯახისსაზოგადოებისსახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა;
გ)  მოსწავლეთა ფიზიკურიფსიქოლოგიური და ინტელექტუალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ)   ხელსაყრელი გარემოს შექმნამათი თვითრეალიზაციისა და თვითგამორკვევისთვის.
  2.   ძირითადი მიზნების მისაღწევად სკოლა უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი ამოცანები:
)    სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების გათვალისწინებით დამოუკიდებლად შეიმუშაოსმიიღოს და განახორციელოს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამა;
) ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე დამოუკიდებლად შეიმუშაოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმასასწავლო რეჟიმი და საგაკვეთილო ცხრილი;
)   სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების გათვალისწინებით აირჩიოს სწავლა-აღზრდის საშუალებებიმეთოდები, სახელმძღვანელოები და თვალსაჩინოებები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  გრიფი;
)  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად  შეიმუშაოს მოსწავლეთა შეფასების სისტემა;
 განახორციელოს დამატებითი საგანმანათლებლო და სახელმწიფო პროგრამები და გასწიოს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება;
 მოიზიდოს დამატებითი საფინანსო წყაროები ფიზიკური და იურიდიული პირებისმათ შორის თვით შრომითი კოლექტივის წევრებისაგან, ურთიერთხელსაყრელი პირობებითაგრეთვე მიიღო შემოწირულობებიმათ შორის უცხო ქვეყნების ორგანიზაციებისა თუ მოქალაქეებისგან;
 დაამყაროს პირდაპირი კავშირები უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
თ) შექმნას სკოლის ფილიალები, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ამასთან სკოლა პასუხს არ აგებს ფილიალების დამოუკიდებელ  ქმედებასა ან/და ფინანსურ საქმიანობაზე;
განახორციელოს სხვა, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით, ნებადართული საქმიანობა.
  


II. სკოლის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 3. სკოლის სტრუქტურა
 1.  სკოლის სტრუქტურა შეადგენს: სკოლის დირექტორი, დირექციაპედაგოგიურ საბჭო, საგნობრივ კათედრები, სკოლის საბაზო და საშუალო სწავლების კურატორებისა და დაწყებითი სწავლების კლასის დამრიგებლების საერთო კრება, მოსწავლეთა თვითმმართველობა და ტექნიკურ პერსონალი. სკოლის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულებია მის მიერ დაფუძნებული ფილიალები.
მუხლი 4. სკოლის მართვა
1.  სკოლის მართვა ხორციელდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითსკოლის წესდებითშინაგანაწესით და სხვა მოქმედი კანონმდებლობით;
2. შრომით კოლექტივს წარმოადგენს სკოლის ყველა მუშაკირომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესითამ წესდებით და სხვა მოქმედი კანონმდებლობით;
3.      სკოლის მართვის ორგანოებია:
ა)   დირექტორი;
ბ)   დირექცია;
გ)   პედაგოგიური საბჭო;
დ)  მოსწავლეთა თვითმმართველობა;
ე)   კურატორთა და კლასის ხელმძღვანელთა საერთო კრება ;
4.   სკოლის დირექტორს თანამდებობაზე  ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს, შპს–ს გენ. დირექტორი შპს-ს პარტნიორთა კრების საფუძველზე;
5. სკოლის დირექტორი არჩევიდან ორი კვირის ვადაში ნიშნავს დირექტორის მოადგილეებს, საქმეთამმართველსა და კურატორებს;
6.   შპს–ს ახალი გენ. დირექტორის დანიშვნა იწვევს სკოლის დირექტორისა და დირექციის უფლებამოსილების შეწყვეტას, ხოლო სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნა იწვევს სკოლის დირექციის უფლებამოსილების შეწყვეტას

 მუხლი  5სკოლის დირექტორი
1.   საქართველოს კონსტიტუციის, "ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონისდირექტორის ეთიკის კოდექსის, სკოლის წესდების, ამ შინაგანაწესის, ხელშეკრულებისა და სხვა მოქმედი კანონმდებლობი საფუძველზე აკომპლექტებს სკოლის შრომით კოლექტივსა და   ახორციელებს სკოლის მართვას;
2.     წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
3.     შპს–ს გენ. დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის ბიუჯეტს;
4.     ხელმძღვანელობს დირექციასა და პედაგოგიურ საბჭოს;
5.    კონტროლს უწევს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს;
6.    ამტკიცებს სკოლის წესდებას, შინაგანაწესს და  ანაწილებს მოვალეობებს დირექციაში;
7.  კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადნილი წესით დებს გარიგებებსა და ხელშეკრულებებს სკოლის სახელით;
8.   ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს და კანონმდებლობის, ამ წესდებისა და სკოლის შინაგანაწეს საფუძვლებზე წყვეტს დაწესებულების ადმინისტრაციისპედაგოგების და სხვა შრომითი კოლექტივის წევრების თანამდებობებზე დანიშვნა-განთავისუფლებისწახალისების და დისციპლინარული პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხებს;
9.     მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების საფუძველზე განაგებს სკოლის ქონებას და საფინანსო სახსრებს;
10.   ამტკიცებს სკოლის პედაგოგიური საბჭოს მიერ მიღებულ სასკოლო სასწავლო გეგმა და სხვა გადაწყვეტილებებს;
11.  უზრუნველყოფს სკოლის პედაგოგებთანდირექციის წევრებთან და ტექნიკურ პერსონალთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;
12. უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან ხელშეკრულების პირობების, მასწავლებლის ეთიკის კოდექსისა და  სკოლის  შინაგანაწესის დარღვევის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურებისას;
13.   ყოველი სასწავლო წლის დასაწყისიდან და სემესტრების დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე აბარებს ანგარიშს შპს–ს გენ. დირექტორს ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის შესახებ;
14.    განკარგავს  სკოლის თანხებს და ხელს აწერს  სკოლის საფინანსო დოკუმენტებს;
15.    განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
16. პედაგოგიურ საბჭოს გადაწყვეტილებითა და შპს–ს გენ. დირექტორთან შეთანხმებით  ნიშავ და გასცე  სტიპენდიებს, პრემიებჯილდოება ან/და ფინანსურ დახმარებებს შრომითი კოლექტივის ცალკეულ წევრებსა და წარჩინებულ მოსწავლეებზე;
17.  ამყარებ კავშირ სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხო ქვეყნების, დაწესებულებებთან;
18.    გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
19.  ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
20.    სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს
 ა)   ეროვნული სასწავლო გეგმისგანათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების, ამ წესდებისა და სკოლის შინაგანაწეს  შესრულებასა და სააღმზრდელო   პროცესზე;
 ბ) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზესკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა პატრონობასა და რაციონალურად გამოყენებაზე;
 გ) სკოლაში სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში   მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
21.  სკოლის დირექტორი უფლებამოსილია გადადგეს თანამდებობიდან წერილობითი განცხდების საფუძველზეგანცხადება უნდა წარედგინოს შპს–ს გენ. დირექტორს, სკოლის დირექტორი თანამდებობიდან განთავისუფლდება შპს–ს გენ. დირექტორის  მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის დღიდან;
22.  სკოლის დირექტორის არყოფნისმის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის ან თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში მის უფლებამოსილებას დროებით ასრულებს მისი პირველი მოადგილე.

მუხლი  6. სკოლის დირექცია 
1.  სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის მოადგილების, ბუღალტრის, საქმეთამ მართველის,  კურატორებისა და კლასის ხელმძღვანელებისაგან;
2.    სკოლის დირექციის უფლებამოსილებანი:
ა) სკოლის დირექცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებსუზრუნველყოფს სკოლის საქმის წარმოებასზედამხედველობს სკოლის წესდებისშინაგანაწესის და დირექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას;
ბ)  სკოლის დირექტორის დავალებით შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის სასწავლო აღმზრდელობით და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების პროექტებ;
გ) მოქმედი კანონმდებლობისსკოლის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად წარმართავს საქმის წარმოებას და ბუალტერიას;
დ) ახორციელებს სკოლის წესდებით და დირექტორის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლება–მოსილებებს.

3.  სკოლის დირექტორის პირველი მოადგილე-სასწავლო დარგში: 
ა)   წარმართავს  სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს;
ბ)  უზრუნველყოფს სკოლაში სწავლების ხარისხის მართვას;
გ)  ხელმძღვანელობს სკოლის კურატორთა  და კლასის ხელმძღვანელთა საერთო კრებას;
დ) კონტროლს უწევს სკოლაში პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ ხელშეკრულების, სკოლის შინაგანაწესისა და წესდების დაცვას;
ე) სკოლის დირექტორის არყოფნისმის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის ან თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაშიდროებით ასრულებს მის უფლებამოსილებას.

4.   სკოლის დირექტორის  მოადგილე სამეურნეო-მომარაგების (ლოჯისტიკის) დარგში: 
ა)  წარმართავს  სკოლის სამეურნეო და მომარაგების(ლოჯისტიკის) პროცესს;
ბ)  აწარმოებს სკოლის მატერიალურ–ტექნიკური ქონების აღრიცხვასა და აღწერას;
გ)   კონტროლს უწევს სკოლის მატერიალურ–ტექნიკური ქონების შენახვასა და დაცვას;
დ) აწარმოებს სკოლის მატერიალურ–ტექნიკური ქონების მარაგის შევსებას, დაზიანებული  მატერიალურ–ტექნიკური ქონების შეკეთებას და შეკეთებას არდაქვემდებარებბული მატერიალურ–ტექნიკური ქონების ჩამოსაწერი დოკუმენტაციის მომზადებას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს  სკოლის დირექტორს;
ე) კონტროლს უწევს სკოლის ტექნიკური პერსონალის მიერ ხელშეკრულების, სკოლის შინაგანაწესისა და წესდების  დაცვას.

5.    სკოლის ბუღალტერი: 
ა)  აწარმოებს სკოლის საფინანსო საქმიანობას;
ბ) აწარმოებს სკოლის ფინანსური დოკუმენტაციის აღრიცხვას,  აღწერას, დაცვასა და სათანადოდ შენახვას;
გ) ახორციელებს კონტროლს სწავლის გადასახადის გრაფიკზე;
დ) მონაწილეობს  სკოლის მატერიალურ–ტექნიკური ქონების აღრიცხვასა და აღწერაში, აგრეთვე ჩამოსაწერი დოკუმენტაციის მომზადებაში;
ე)  მონაწილეობს  სკოლის  ყოველწლიური ბალანსის შედგენაში;
ვ)  ყოველი კვირის ბოლოს  სკოლის დირექტორს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს.

6. სკოლის  საქმეთამმართველი:
ა)  ახორციელებს სკოლის საქმეთა წარმოებას;
ბ)  აღრიცხავს, ახარისხებს, ინახავს და იცავს სკოლის დოკუმენტაციას;
გ)  ამზადებს სკოლის დირექტორის მიერ გამოსაცემ ბრძანებებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს;
დ) დაინტერესებულ პირებს აცნობს დირექტორის მიერ გამოცემულ ბრძანებებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს;
ე)  აწარმოებს სკოლის საკანცელარიო საქმიანობას;
ვ)  სკოლის მომმარაგებელს წერუდგენს საკანცელარიო მარაგის შესავსებ ნუსხას;
ზ) მონაწილეობს სკოლის პედაგოგიურ საბჭოს სხდომებში, როგორც  სხდომის მდივანი;
თ)  ადგენს  სკოლის პედაგოგიურ საბჭოს სხდომის ოქმებს;
ი) აცნობს სკოლაში თანამდებობაზე მისაღებ მუშაკს სკოლის წესდებას,  შინაგანაწესსა და ხელშეკრულებას;
კ)  ამზადებს შესაბამის დოკუმენტებს სკოლაში თანამდებობაზე მისაღებ მუშაკზე;
ლ) აცნობს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა მშობელს (კანონიერ წარმომადგენელსსკოლის წესდებას,  შინაგანაწესსა და ხელშეკრულებას;
 მ)   ამზადებს შესაბამის დოკუმენტებს სკოლაში  მისაღებ მოსწავლეებზე.

7.  სკოლის საბაზო და საშუალო სწავლების კურატორებისა და დაწყებითი სწავლების კლასის დამრიგებელთა საერთო კრება:
საერთო კრება წარმოადგენს სკოლის დირექტორის სათათბირო ორგანოს, რომელიც შედგება სკოლის დაწყებითი სწავლების ყველა კლასის დამრიგებლისა და საბაზო და საშუალო სწავლების კურატორებისაგან;
საერთო კრება ტარდება სკოლის  საჭიროებიდან გამომდინარე, კრებას იწვევს და უძღვება სკოლის დირექტორი;
საერთო კრება განიხილავს სკოლის მიმდინარე საკითხებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომესაც ამტკიცებს  სკოლის დირექტორი.
მუხლი  7.  სკოლის პედაგოგიური საბჭო
1. პედაგოგიური საბჭო წარმოადგენს, სკოლის ყველა პედაგოგისა და დირექციის წევრთაგან შემდგარ, დირექტორის სათათბირო ორგანოსრომელიც შეიმუშავებს დასკვნებ და რეკომენდაციებს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით საკითხებთან დაკავშირებით;
2. პედაგოგიური საბჭოს სხდომები მოიწვევა მინიმუმ სამჯერ სასწავლო წლის განმავლობაში, სხდომას იწვევს და უძღვება სკოლის დირექტორი;
3.  პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით;
4. პედაგოგიური საბჭო, სხდომაზე მიღებულ, გადაწყვეტილებებს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის დირექტორს;
7.  საბჭოს სხდომის დღის წესრიგისხდომაზე დამსწრეთა ვინაობაკენჭისყრის შედეგები და მიღებული გადასწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმითრომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.
8.  პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები:
ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის დირექტორს სასკოლო სასწავლო  გეგმებს;
საფეხურებისა და საგნების შესაბამისად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეულისასწავლო წლის  განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის შესახებ, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის დირექტორს;
ასრულებს სკოლის წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
9.  პედაგოგიური საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, ამ წესდებით, სკოლის  შინაგანაწესითეროვნული სასწავლო გეგმით, დირექტორის მიერ გამოცემული   ბრძანებებითინსტრუქციებითა და მითითებებით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული  აქტებით.
მუხლი  8.   სკოლის საგნობრივ კათედრები და კათედრები
1.   სკოლის საგნობრივ კათედრები  თავის საქმიანობას წარმართავს "ზოგადი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონით, ამ წესდებით, სკოლის  შინაგანაწესითეროვნული სასწავლო გეგმითდირექტორის მიერ გამოცემული   ბრძანებებითინსტრუქციებითა და მითითებებით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული  აქტებით;
2.  სკოლის საგნობრივ კათედრები  უზრუნველყოფენ ერთი ან რამდენიმე დისციპლინის პედაგოგის  ერთიან საგანმანათლებლო მიზანზე ორიენტირებულ კოორდინირებულ მუშაობას, განსაზღვრავს საგნის სწავლებისა და აღზრდის სასკოლო სტრატეგიის თეორიულ და პრაქტიკულ ამოცანებს;
3.  სკოლის საგნობრივი კათედრების საქმიანობას უძღვება კათედრის გამგე, რომელსაც საგნობრივი პედაგოგები ირჩევენ თავისი შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით, ხმათა უმრავლესობით;
4.   კათედრის გამგე ანგარიშვალდებულია დირექტორისა და პედაგოგიური საბჭოს წინაშე და მისი სახელფასო ანაზღაურება შეიძლება განისაზღვროს სკოლაში დამატებითი სახსრების არსებობის შემთხვევაში  საშტატო განრიგით;
6.   კათედრის გამგე:
ა)  იწვევს და წარმართავს კათედრის სხდომებს (მინიმუმ თვეში ერთხელ), რომელიც ფორმდება ოქმით და სხვა დოკუმენტაციასთან ერთადინახება კათედრის გამგესთან;
ბ)  ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს კათედრის თანამშრომლებს შორის,  აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს,  ხელმძღვანელობს საგნის სასწავლო პროცესს;
გ) ზედამხედველობას უწევს კათედრის მუშაობასიბარებს ანგარიშს და აწვდის დირექტორს;
დ) ახორციელებს  კათედრის მიერ მოსამზადებელ  სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისთვისსწავლების ახლებურ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებითხელს უწყობს მასწავლებლებს უახლესი მეთოდების დანერგვაში;
ე)  შეიმუშავებს რეკომენდაციებს დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებზრუნავს კათედრის მასწავლებელთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე;
ვ)  ორგანიზებას უწევს მოსწავლეთა სპეციალურ მომზადებასა და მონაწილეობას საგნობრივ  ოლიმპიადებსა და კონფერენციებში;
ზ) აზუსტებს და აკონტროლებს  კათედრის მასწავლებელთა  საათობრივ დატვირთვას;
თ)  უზრუნვალყოფს  საგნობრივი სასწავლო კაბინეტებისა და საკლასო ოთახების  სასწავლო პროცესისათვის მზადყოფნასზრუნავს სწავლების ხარისხისა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის;
ი)  ადგენს კათედრის სასწავლო და სამუშაო საგნობრივ გეგმებსა და საათების განაწილების პროექტს;
კ)  ადმინისტრაციასთან ერთად ორგანიზებას უწევს საგნობრივი ტესტირებებისა და გამოცდების მიმდინარეობას, აწყობს საგანობრივ პრეზენტაციებს;
ლ)  მონაწილეობს  პედაგოგიურ საბჭოს მუშაობაში;
მ) დირექტორს წარუდგენს წინადადებებს კათედრის მიერ სასწავლო პროცესის  სრულყოფის შესახებ;
ნ)  ასრულებს სკოლის დირექტორის ან/და პედაგოგიური საბჭოს  ცალკეულ დავალებებს.
მუხლი  9.  სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა
1. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს, სკოლის სტრუქტურაში შემავალ,   მოსწავლეთა არჩევით ორგანოს;
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;
მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სკოლის დირექტორი;
საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობებში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს შესაბამისი სასწავლო წლის ვადით;
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვსშესაბამისადსაბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;
საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს შესაბამისადსაბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევადგამარჯვებულად ითვლება მოსწავლერომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს;
სკოლებშისადაც საბაზო ან საშუალო საფეხურზეთითოეულზეკლასების რაოდენობა არ აღემატება სამსთითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს 3 კანდიდატს შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში ასარჩევადამ შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი;
მოსწავლეებირომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ საბაზო ან საშუალო საფეხურის თვითმმართველობაშირეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის კურატორთან არჩევნების ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრეკურატორის არარსებობის შემთხვევაში კი სკოლის დირექტორთან;
4. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას;
5.   მოსაწავლეთა თვითმმართველობა:
შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ, რომელსაც წარუდგენს სკოლის დირექტორს; 
უფლებამოსილია  სკოლის დირექტორს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე;
)  უფლებამოსილია შექმნას სასკოლო კლუბები.

მუხლი  9.  სკოლის პედაგოგიური მუშაკები
1. სკოლაში პედაგოგიურ მუშაკად მიიღება შესაბამისი პროფესიულ-პედაგოგიური კვალიფიკაციის მქონე პირი;
2.   პედაგოგებმა სამსახურში მიღებისას უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება სამსახურში მიღების თაობაზე;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (1 ასლი);
დიპლომი განათლების შესახებ (1 ასლი);
კადრების აღრიცხვის ფურცელი;
შრომის წიგნაკი;
3. სამსახურში მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია მისაღებ კანდიდატს აცნობს შემდეგ დოკუმენტაციას:
სკოლის წესდებას;
სკოლის შინაგანაწესს;
გ) ხელშეკრულებას.
4. პედაგოგიური მუშაკები უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამის პედაგოგიურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ვალდებულნი არიან:
) შეასრულონ მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით,  სკოლის შინაგანაწესითა და  წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები, დაიცვან მასწავლებლის ეთიკის კოდექსი;
დაიცვან სკოლის მოსწავლეთა უფლებებიარ დაუშვან მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფაქტები;
იზრუნონ კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებაზე;
მისცენ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება;
ვ) მონაწილეობა მიიღონ სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომებში.
5. პედაგოგიურ მუშაკებს უფლება აქვთ:
) ამ წესდების შესაბამისად მონაწილეობა მიიღონ სკოლის მართვაში;
დაესწრონ კლასის ხელმძღვანელთა და კურატორთა სხდომებს;
ისარგებლონ სწავლებისა და აღზრდის მეთოდიკების არჩევითა და გამოყენებით;
გაიარონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილი სასერთიფიკაციო გამოცდები;
ისარგებლონ სხვა უფლებებითრომლებიც არ ეწინააღმდეგება მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, სკოლის შინაგანაწესს, წესდებასა და მოქმედ კანონმდებლობას.
6. სკოლის მუშაკთა სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია:
ა)  პირადი განცხადება;
)  შრომით ხელშეკრულების ვადის გასვლა;
სკოლის რეორგანიზაცია ან შტატების შემცირება;
მუშაკის მიერ ხელშეკრულების, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის, სკოლის შინაგანაგაწესისა ან/და ამ წესდების მოთხოვნების სისტემატიურად ან უხეშად დარღვევა.
7. მუშაკი სამსახურში მიღებულად ან  სამსახურიდან დათხოვნილად ითვლება, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული შესაბამისი ბრძანებით.
მუხლი 10. სკოლის ფილიალი
1.  სკოლის ფილიალი წარმოადგენს  სკოლის მიერ დაფუძნებულ  დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის, ეროვნული სასწავლო გეგმისსკოლის  შინაგანაწესის, ამ წესდების, საკუთარი წესდებისა და შინაგანაწესის, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2.  შპს. "სკოლა-გიმნაზია პირველის” პარტნიორთა კრებისა და გენ. დირექტორის  გადაწყვეტილების, აგრეთვე ამ წესდების საფუძველზე სკოლა-გიმნაზია „პირველის”დირექტორი გამოსცემს ბრძანებას სკოლის ფილიალის შექმნისა და მისი  დირექტორის დანიშვნის შესახებ;
3.  სკოლის ფილიალისა და მისი დირექტორის საქმიანობა და უფლებამოსილებები განისაზღვრება საკუთარი  წესდებით, რომელსაც ამტკიცებს სკოლა-გიმნაზია „პირველის” დირექტორი;
4.  „შპს“ და სკოლა არ არიან პასუხისმგებელნი სკოლის ფილიალის მიერ დამოუკიდებლად, მათი წერილობითი თანხმობის გარეშე,  გახორციელებულ ქმედებებსა და ფინანსურ საქმიანობაზე.
მუხლი 11. სკოლის სასწავლო პროცესი
1. სკოლა სასწავლო პროცესს ახორციელებს განათლების სამი საფეხურის შესაბამისად;
2. ზოგადი განათლების შინაარსი განისაზღვრება სკოლის მიერ სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების გათვალისწინებითა და დამოუკიდებლად შემუშავებულიმიღებული და განხორციელებული პროგრამებით;
3. სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად, ერთიანი ეროვნული გეგმის საფუძველზე, სკოლა დამოუკიდებლად შეიმუშავებს და ამტკიცებს იდივიდუალურ სასწავლო გეგმას, სასწავლო რეჟიმსა და საგაკვეთილო ცხრილს;
4. სკოლის სასწავლო რეჟიმი მოიცავს იდივიდუალურ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ და გახანგრძლივებულ სწავლებას;
5.  სკოლის იდივიდუალურ სასწავლო გეგმაში მოცემულია საათობრივი ბადე, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლეთა აუცილებელი კვირეული დატვირთვის ოდენობას კლასებისა და საგნების მიხედვით;
6.  სკოლაში გახანგრძლივებული სწავლება ხორციელდება, I-VII კლასების ჩათვლით, დღის მეორე ნახევარში (იდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გაკვეთილების დამთავრების შემდეგ) და მოიცავს ახალი და მეორე დღის გაკვეთილების მომზადებას, აგრეთვე ძველის გა–მეორებას საგნის კიდევ უფრო საფუძვლიანად ასათვისებლად, გახანგრძლივებული სწავლება მიმდინარეობს 14 სთ–დან 17 სთ–მდე.
7.  სწავლება და საქმის წარმოება სკოლაში მიმდინარეობს სახელმწიფო (ქართულ) ენაზე;
8. დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების ათვისების შემოწმება წარმოებს ყოველსემესტრული გამოცდებით ყველა საგანში;
9. მოსწავლეებირომლებმაც სრულად აითვისეს საგანმანათლებლო პროგრამები, გადაყვანილი იქნებიან მომდევნო კლასში;
10. ყოველი სემესტრის ბოლოს შესაძლებელია დაბალი აკადემიური მოსწრების გამო მოსწავლე გარიცხული იქნას სკოლიდან, პედაგოგიური საბჭოსა და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი და გამოსცემს შესაბამის ბრძანებას;
11. სასწავლო პროცესის მონაწილენი არიან მოსწავლეებიმათი მშობლები (კანონიერი წარმომადგენლებიმასწავლებლები და  სკოლის  სხვა მუშაკები;
12. სკოლის პირველ კლასში მიიღებიან ბავშვებირომელთაც შეუსრულდათ ან მიმდინარე წელს უსრულდებათ ხუთი წელი;
13. სკოლაში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა (კანონიერმა წარმომადგენელმაუნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
დაბადების მოწმობის დედანი;
ფოტოსურათი 3X4– ზე 2 ცალი;
დ)  ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;
14. სკოლაში ჩარიცხვისას მოსწავლეებიმათი მშობლები (კანონიერი წარმომადგენლებიუნდა გაეცნონ სკოლის წესდებას, შინაგანაწესსა და ხელშეკრულებას.
2. მოსწავლესმშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებებიაგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება;
3. სკოლა ვალდებულია შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება
4. სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ:
მიიღოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი განათლება;
) უფასოდ ისარგებლონ სკოლის ინტერნეტითა და საბიბლიოთეკო ფონდით;
ისარგებლონ, სკოლის სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებით;
ჰქონდეთ სწავლებისთვის შესაბამისი გარემოფიზიკური სრულყოფის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის პირობები.
5. სკოლის მასწავლებლები ვალდებულნი არიან შეასრულონ სკოლის წესდების, შინაგანაწესისა და მოსწავლის ქცევის კოდექსის მოთხოვნები;
6. სკოლასა და მოსწავლის მშობელს (კანონიერ წარმომადგენელსშორის ურთიერთობები რეგულირდება ხელშეკრულებისა და ამ წესდების  საფუძველზე;
7. მშობელს (კანონიერ წარმომადგენელსუფლება აქვს:
ა) დაიცვას ბავშვის კანონიერი უფლებები და ინტერესები, წერილობითი განცხადებით მიმართოს სკოლის ხელმძღვანელსრომელიც ვალდებულია:
ა.აბავშვის უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები და კანონით დადგენილ ვადაში გასცეს წერილობითი პასუხი;
ა.ბმშობელსა (კანონიერ წარმომადგენელსდა მასწავლებელს შორის შეფასების ობიექტურობასთან დაკავშირებული კონფლიქტის გამოშექმნას საგნის სპეციალისტების კომისიარომელიც მშობელის (კანონიერი წარმომადგენლის) თანდასწრებით ამოწმებს მოსწავლის ცოდნას და გამოჰყავს შესაბამისი შეფასება;
ბ) გაეცნოს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობასა და შინაარსსმოსწავლის აკადემიურ მოსწრებას;
გ)  გაეცნოს სკოლის წესდებას და სხვა დოკუმენტებს.
8. მშობელი (კანონიერი წარმომადგენელივალდებულია:
ა) შექმნას ბავშვის აღზრდისა და მისთვის ზოგადი განათლების მიღების ხელშემწყობი პირობები;
ბ) შეასრულოს სკოლის ხელმძღვანელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;
შეასრულოს სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები.


III. დისციპლინა და საჩივრის განხილვის წესი
მუხლი 13.   დისციპლინური დევნა
1. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
2. სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომების  ნუსხა და მათთვის გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები;
3. სკოლის შინაგანაწესით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევებასკოლიდან დათხოვნა და სხვა დისციპლინური სახდელი;
6. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს შპს."სკოლა-გიმნაზია პირველის” დირექტორთან.

მუხლი 14.   მასწავლებელთამშობელთა და მოსწავლეთა საჩივრის განხილვა
1.  კანონმდებლობით, ხელშეკრულებით, აგრეთვე სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მასწავლებელს, მოსწავლეს და მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში, იმ დღიდან, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ;
2. დირექტორი საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში;
3. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს შპს. "სკოლა-გიმნაზია პირველის” დირექტორთან გადაწყვეტილების გაცნობიდან ორი კვირის ვადაშიშპს. "სკოლა-გიმნაზია პირველის” დირექტორი ვალდებულია განიხილოს საჩივარი ერთი თვის ვადაში;
უფლების დარღვევის არსი;
მოთხოვნის არსი.


    დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობის, შპს. "სკოლა-გიმნაზია პირველის” წესდებისა და ამ წესდების შესაბამისადსკოლას უფლება აქვს იქონიოს და განკარგოს შესაბამისი ქონება.

მუხლი 16. საფინანსო ეკონომიური საქმიანობა
1. სკოლა უფლებამისილია საქართველოს კანონმდებლობის, შპს. "სკოლა-გიმნაზია პირველის” წესდებისა და ამ წესდების საფუძველზე განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
)  უძრავი ქონების შეძენაგასხვისება და დატვირთვა;
)  სესხის აღება;
)  თავდებობა;
საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
)  სხვა გადაწყვეტილებები სკოლის ქონებასთან დაკავშირებითრომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებულ ქმედებათა გასახორციელებლად აუცილებელია შპს. "სკოლა-გიმნაზია პირველის” დირექტორის ან/და პარტნიორთა კრების თანხმობა.

მუხლი 17. სკოლის დაფინანსების წყარო
1.   სკოლის დაფინანსება ხორციელდება:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი, ერთ მოსწავლეზე გათვლილი  ვაუჩერის გაცემით;
ბ) სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან (კანონიერ წარმომადგენლებთანდადებული  ხელშეკრულების საფუძველზე  სწავლის საფასურის გადახდით;
გ)  შემოწირულობებით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრებითმათ შორისეკონომიკური საქმიანობითთუ ეს საქმიანობა ხელს არ უშლის სასწავლო პროცესს და არ  ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე.
 2. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

მუხლი 18.     სახელმწიფო კონტროლი
1. სკოლა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს;
2. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
თბილისის საგადასახადო ინსპექცია.
3სკოლის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება შემდეგი ფორმებით:
საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლი;
საფინანსო ეკონომიურ საქმიანობაზე კონტროლი;
განხორციელებული საქმიანობის კანონიერების კონტროლი;
4. სკოლა ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშებაშეადგინოს ყოველწლიური ბალანსი;
5. აკრძალულია განათლების სისტემის მართვის ორგანოების მიერ სკოლის კონტროლის სხვა რაიმე ფორმის გამოყენება (სასწავლო პროცესის მიმდინარეობის წარმართვის შემოწმებაგაკვეთილზე დასწრება და ..) ამასთანავეკონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია წერილობით დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში შეისწავლ  სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია და მიმდინარეობა;
6. სკოლა  ვალდებულია განათლების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვისთანავე წარუდგინოს სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.




მუხლი 19.    სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი
1. სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანა შეიძლება მოხდეს ყოველწლიურადშპს."სკოლა-გიმნაზია პირველის” დირექტორის ან/და პარტნიორთა კრების, სკოლის  დირექტორის, პედაგოგიური საბჭოს, კლასის ხელმძღვანელთა და კურატორთა საერთო კრების, მოსწავლეთა თვითმმართველობის და ადმინისტრაციის შენიშვნების საფუძველზე.
მუხლი 20.    სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სკოლის რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობისა და შპს. "სკოლა-გიმნაზია პირველის” წესდების საფუძველზე ახორციელებს შპს. "სკოლა-გიმნაზია პირველის” დირექტორი ან/და პარტნიორთა კრება:
)  თუ სკოლის საქმიანობა ანტიკონსტიტუციურია;
დ)  თუ სკოლა ვეღარ ასრულებს თავის მისიასა და ფუნქციას;
საქართველოს კანონმდებლობითა და და შპს. "სკოლა-გიმნაზია პირველის” წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. სკოლის ლიკვიდაციას ახორციელებს შპს. "სკოლა-გიმნაზია პირველის” დირექტორი ან/და პარტნიორთა კრება;
3.  სკოლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის შპს. "სკოლა-გიმნაზია პირველის”  საკუთრებში

Комментариев нет:

Отправить комментарий